სომხებმა Youtube-დან "მოპარული ყვავილების ქვეყანა" წაშალეს

სომხებმა Youtube-დან "მოპარული ყვავილების ქვეყანა" წაშალეს

დღეს დილით სოციალურ ქსელში სომეხი მომღერლის სერობ არჯემიანის კლიპი და სიმღერა "ჰაიასტანი" გავრცელდა. ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან სიმღერის მელოდია ძალიან ჰგავს "ყვავილების ქვეყანას". მიხეილ ჩირინაშვილის სიმღერის ავტორად კი სომეხი კომპოზიტორი მანუკ ხაჩატურიანი იყო მითითებული.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერობ არჯემიანი სიმღერის გატანას "ევროვიზიის" კონკურსზე გეგმავდა, რაც არასწორი ინფორმაცია აღმოჩნდა. სოციალურ ქსელში სიმღერის შემქმნელმა და შემსრულებელმა დაწერეს, რომ მათ ეს კომპოზიცია არ მოუპარავთ. სულ ცოტა ხნის წინ კი იუთუბიდან სიმღერა წაშალეს. რა ზომებს მიმართავს მიხეილ ჩირინაშვილის მემკვიდრეები საავტორო უფლებების დარღვევის გამო, ეს ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: სომხეთს ეს ბიჭი არ წარადგენს "ევროვიზიაზე" - სადაო "ყვავილების ქვეყანა" და კონკურსის ქართული წარმომადგენლობის შეფასება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება