"თითქოს და ამ ქურქების გამო არიან გოიმები და ბნელები, არადა მათ გარეშეც გოიმები იქნებიან"

"თითქოს და ამ ქურქების გამო არიან გოიმები და ბნელები, არადა მათ გარეშეც გოიმები იქნებიან"

ფილოსოფოსი და ბლოგერი გური სულთანიშვილი ოპერის გახსნაზე ქურქებით მისული საზოგადოების კრიტიკას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"ოპერის გახსნაზე და საკუთრივ ქურქების კრიტიკის ხაზზე

ქურქის ტარება ცუდია და არგუმენტი იმაზე, რომ თუ, მინიმუმ, ვეგეტერიანელი არ ხარ, არ უნდა აკრიტიკო ქურქი, არასწორია. ცხოველებს გააჩნიათ ცენტრალური ნერვული სისტემა და ტკივილის ცენტრალიზებული ფორმა, რაც დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ადამიანის, მათ ცოცხლად ატყავებენ და, ამიტომაც განსხვავება არსებობს ხორცის ჭამისთვის მოკლულ და ქურქისთვის, წამებით გატყავებულ ცხოველს შორის. თუმცა ოპერის გახსნაზე მისული ქურქიანი ხალხის კრიტიკა, არამგონია, ამ არგუმენტებით იყოს ნაწარმოები, რადგანაც ჩვენ ვერ აღვიქვამთ კავშირს ჩვენამდე მოსულ, სახეცვლილ საგნებსა და მათ თავდაპირველ არსს შორის. მეეჭვება, რო სოსისში ვინმე გოჭს და ხბოს ხედავდეს, ასეა ქურქზეც, არამგონია, გატყავებული ცხოველი ახსენდებოდეთ. აქ ცოტა სხვა ამბავია...

ეს არის დაპირისპირება გაბატონებულ კულტურასა და რეაქციონერულ, თითქოსდა ალტერნატიულ კულტურას შორის. ქურქიან ელიტას გონია, რომ პრესტიჟის ნიშნებს ფლობს და აქეთა მხარეს, მაკრიტიკებლებს გონიათ, რომ პირიქით, გოიმები არიან. ზუსტად ეს გოიმობა იყო მიზეზი ქურქების კრიტიკის, თითქოს და ამ ქურქების გამო არიან გოიმები და ბნელები, არადა მათ გარეშეც გოიმები იქნებიან, ასე რომ, ქურქების კრიტიკა ამ მოტივით უაზრობაა, მითუმეტეს, რო ყველას ბებიას მაინც ექნება/ექნებოდა ერთი ეგეთი. გოიმები რო არიან ეგ გაარტყეს, როგორც გაფუჭებული საათი რო სწორ დროს აჩვენებს..

მოკლედ არავინ არ მევასებით რა".

იხილეთ ასევე: "ძლივს გაჩნდა შანსი ამოეღოთ კარადიდან, შემოეხვიათ მკვდარი ცხოველი" - ოპერის გახსნაზე მისული საზოგადოება გააკრიტიკეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს