"ნიკას მეუღლე დღედღეზე ელოდება პატარას..." - უჯარმაში მომხდარ შემზარავ ავარიას გადარჩენილი ერთადერთი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

"ნიკას მეუღლე დღედღეზე ელოდება პატარას..." - უჯარმაში მომხდარ შემზარავ ავარიას გადარჩენილი ერთადერთი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

20 თებერვალს, სოფელ უჯარმასთან მომხდარ უმძიმეს ავარიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიისას დაღუპულთა შორის ერთია შედარებით ასაკოვანი, დანარჩენები ახალგაზრდები არიან, მათ შორის ორი - 7 და 12 წლის ბავშვები. ავარიის დროს ერთმანეთს "ფორდის" მარკის ორი მიკროავტობუსი შეასკდა. ორივე მანქანაში მსხდომი 7 ადამიანიდან ერთადერთი - ნიკო ნადირაშვილი გადარჩა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია.

ახალგაზრდის სიცოცხლის გადასარჩენად ოჯახს ფინანსური დახმარება ესაჭიროება. ამის შესახებ "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს ნიკო ნადირაშვილის ბიძაშვილი: "თითოეული ვაჟკაცის სიცოცხლე ხომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! ქვეყანაში შექმნილი მძიმე შეჭირვებული მდგომარეობის ფონზე ძნელია ქველმოქმედების გაღება, მაგრამ ძვირფასო საზოგადოებავ, მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, გამოიჩინეთ გულმოწყალება ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის გადასარჩენად.

მოგეხსენებათ, 20 თებერვალს უჯარმაში, მოხდა უმძიმესი ავტოკატასტროფა, 7 მგზავრიდან დაიღუპა 6 (მათ შორის ბავშვები). შემხვდური მანქანიდან მხოლოდ ერთი უდანაშაულო მგზავრი გადარჩა, 26 წლის ნიკა ნადირაშვილი (ჩემი ბიძაშვილი), რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში ებრძვის სიკვდილს. იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში მცხეთაში, ჯეო-ჰოსპიტალში. დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები (ღვიძლი, ელენთა, ფილტვი,თირკმელი), ჩაუტარდა ოპერაცია. ნიკას ხანშიშესულმა მშობლებმა, რომლებიც სანთელივით შესცქერიან ერთადერთ ვაჟს, ბოლო რესურსები ამოწურეს, მაგრამ აღარ აქვთ რეანიმაციის ყოველდღიური გადასახადების დაფარვის საშუალება (საკმაოდ სოლიდური თანხა - დღეში 700 ლარი), გარდა ამისა კიდევ გასაკეთებელი აქვს მორიგი ოპერაციები. ნიკას მეუღლე დღედღეზე ელოდება პატარას... იქნებ ჩვენი ერთობლივი თანადგომით და ფინანსური შემწეობით გადავარჩინოთ გაუბედურებას კიდევ ერთი ქართული ოჯახი!" - წერს ნიკა ნადირაშვილის ახლობელი ფეისბუქზე და ანგარიშის ნომერს აქვეყნებს, რომელზეც მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

ანგარიშსწორების ანგარიში: GE91LB0711119795084001

ბანკის კოდი: LBRTGE22

მიმღების დასახელება: თამარი ნადირაშვილი

ასევე წაიკითხეთ: "საშინელი ტრაგედია ტრიალებს - ერთი ოჯახიდან ხუთი ადამიანი დაიღუპა" - რა მოხდა უჯარმის ციხესთან?!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია