„ისე მოეწონათ, რომ მეორე დღესაც გვესტუმრნენ“ - სტინგი და კრის ბოტი „გულოს აბანოში“

„ისე მოეწონათ, რომ მეორე დღესაც გვესტუმრნენ“ - სტინგი და კრის ბოტი „გულოს აბანოში“

რამდენიმე დღის წინ საქართველოში ლეგენდარული მუსიკოსები სტინგი და კრის ბოტი ჩამოვიდნენ. მათ ქართველი მსმენელისთვის 2 საათიანი პროგრამა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარადგინეს. როგორც ჩანს ლეგენდარულმა მუსკოსებმა თბილისის დათვალიერებაც გადაწყვიტეს. "ფეისბუქზე" სტინგის და კრის ბოტის აბანოთუბანში გადაღებული ფოტოები გავრცელდა. მუსიკოსები "გულოს აბანოს" სტუმრობდნენ.

"ჩვენს სტუმართა რიცხვს სტინგი და კრის ბოტი შეემატნენ. მათ ისე მოეწონათ გულოს აბანოს გოგირდოვანი წყლები და ქისა მასაჟი, რომ მეორე დღესაც გვესტუმრნენ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს", - წერია "გულოს აბანოს" "ფეიბუქის" გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მუსიკოსები "საქართველოს ბანკის" მოწვევით ჩამოვიდნენ. სტინგი თბილისსა და ბათუმს სხვადასხვა წლებში სტუმრობდა. ამერიკელი მესაყვირე კი თბილისში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა.

ასევე იხილეთ: სტინგმა კახა კალაძის დაბადების დღეზე იმღერა?

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს