"ქართული ოცნების" ახალი სახეები - ვინ არიან სოფიო კილაძე და ირინე ფრუიძე

"ქართული ოცნების" ახალი სახეები - ვინ არიან სოფიო კილაძე და ირინე ფრუიძე

პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრთა განახლებული შემადგენლობა გუშინ პარტიის ყრილობაზე გახდა ცნობილი. პოლიტსაბჭოს ახალი წევრები არიან: დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე და ზვიად გონაძე.

AMBEBI.GE დაინტერესდა პოლიტსაბჭოს ორი ახალი წევრი ქალის - ირინე ფრუიძისა და სოფიო კილაძის ბიოგრაფიით.

ფრუიძე ტელემაყურებლისთვის კარგად ცნობილი სახეა. იგი ინტელექტკლუბის - "რა? სად? როდის?" წევრი და ერთ-ერთი გუნდის კაპიტანია, ასევე "ბროლის ბუს" რამდენიმე გზის მფლობელი. იგი მსოფლიოს სკაუტური მოძრაობის ევრაზიის რეგიონის თავმჯდომარე გახლდათ. ფრუიძის მეუღლე, მსახიობი დათო ველიჯანაშვილია, წყვილი 15 წელია ერთადაა. ჰყავთ ერთი ქალიშვილი და რამდენიმე თვეში მათ ოჯახს მეორე პატარაც შეემატება.

როგორც ფრუიძემ ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, "ქართულ ოცნებაში" რამდენიმე მიმართულებას ჩაიბარებს: "ეს არის გუნდი, რომელიც ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებს და ეს იყო ჩემთვის მთავარი. ამ გუნდთან ერთად ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს. მთავარი გადამწყვეტი ჩემთვის ეს იყო. იმედია, რომ ის გამოცდილება რაც მაქვს დამეხმრება, წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარებაში. ვიმუშავებ რამდენიმე მიმართულებით, ეს იქნება ევროინტეგრაცია, გენდერული თანასწორობა, მცირე ბიზნესის განვითარება და ასე შემდეგ", - აღნიშნა ფრუიძემ.

რაც შეეხება სოფიო კილაძეს, ის პოლიციის აკადემიის პრორექტორი გახლდათ. მეორე კლასიდან იურისტობა სურდა, თუმცა მაინცდამაინც პოლიციაში მუშაობაზე არ უფიქრია. დიდი ხანი გერმანიაში ცხოვრობდა, "ჰაიდელბერგის" უნივერსიტეტი დაამთავრა, მუშაობდა "მაქსპლანკის" ინსტიტუტში, სასამართლოში უნდა გადასულიყო სამუშაოდ, თუმცა 2011 წელს შვებულებით საქართველოში დაბრუნდა და დარჩა.

როგორც კილაძემ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში, რამდენიმე თვის წინ განაცხადა, "სულ მინდოდა ჩემი განათლება ჩემი ხალხისთვის გამომეყენებინა და წვლილი შემეტანა ქვეყნის განვითარებაში". 31 წლის კილაძე თავისუფლად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. "ქართული ოცნების" ახალი სახე დაოჯახებულია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."