"ზუსტად ერთ საუბარში შეუძლია, ყველა ფიქრი დამილაგოს" - როგორ ულოცავს ქალიშვილი დაბადების დღეს თამარ ჩერგოლეიშვილს

"ზუსტად ერთ საუბარში შეუძლია, ყველა ფიქრი დამილაგოს" - როგორ ულოცავს ქალიშვილი დაბადების დღეს თამარ ჩერგოლეიშვილს

"ტაბულას" დირექტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს დღეს დაბადების დღე აქვს. ტელეწამყვანს იუბილეს ქალიშვილი, კატო კოპალეიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს.

"დღეს 41 წლის გახდა <3

აღარ ვიცი რა დავწერო, იმდენი ვწერე უკვე, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ, ძალიან, ძალიან გამიმართლა და ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, როგორ გამიჭირდებოდა ყველაფერი, ის რომ არ მედგეს გვერდში.

ძალიან დაკავებულია, განსაკუთრებით ეხლა, ხშირად ტელეფონს არ იღებს (რაც ძალიან გასამწარებელია, მაგალითად სახლის გასაღები რომ არ გაქვს და ელოდები კარის წინ) მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, არვიცი როგორ, მაგრამ ახერხებს, რომ ყველა ცუდ/კარგ ან თუნდაც მნიშვნელოვან მომენტში შენს გვერდით იყოს და დამამშვიდებელივით იმოქმედოს. როცა დაკარგული ვარ და აზრზე არ ვარ რა მინდა, ზუსტად ერთ საუბარში შეუძლია, რომ სწორ ხაზზე დამაყენოს და ყველა ფიქრი დამილაგოს.

რაც მთავარია, მიუხედავად ბევრი სირთულისა, არც თვითონ კარგავს წონასწორობას (ნუ ზოგჯერ ყვირის ხოლმე, მაგრამ ეგ მალე ავიწყდება)

გილოცავ Tamara, იმედია, შემდეგ წელს მაინც გავატარებთ ერთად შენს დაბადების დღეს ან ერთ ქვეყანაში მაინც ვიქნებით".

იხილეთ ასევე: "ბოლო 6 წელია ერთად არ გვიცხოვრია" - როგორ ახასიათებს თამარ ჩერგოლეიშვილს ქალიშვილი, როგორც დედას

როგორ ერთობა თამარ ჩერგოლეიშვილის ქალიშვილი შეყვარებულთან ერთად (+ფოტო)

"დილაობით ან წყლით მაღვიძებს, ან ყურძნებს მიტენის ყურებში"... - თამარ ჩერგოლეიშვილის შვილი გიგა ბოკერიას დაბადების დღეს ულოცავს

"ზუსტად ჩემხელა იყო რომ გავჩნდი და 19 წლიდან მივლის..." - როგორ ახასიათებს მამას თამარ ჩერგოლეიშვილის ქალიშვილი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს