"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადება

 "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადება

"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძე განცხადებას ავრცელებს:

"3 ივნისს, დონატის საერთაშორისო დღეს ჩვენი შვილობილი კომპანიის, "დანკინ დონატსის" რესტორნებმა მხოლოდ 1 დღით 1 დონატი 1 ლარად შესთავაზეს ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს. ამ აქციას მყისიერი რეაქცია მოჰყვა ჩვენი მომხმარებლების მხრიდან, რაც რესტორნებში მომხმარებლების ნაკადების მნიშვნელოვან ზრდაში გამოიხატა. ამით ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ჩვენი პროდუქცია მისდამი სიყვარულის მიუხედავად ფასის ბარიერის გამო არ იყო ხელმისაწვდომი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისათვის.

ჩვენი ამოცანაა ერთგულად ვემსახურებოდეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნებისმიერ ფენას. ამიტომაც კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ამა წლის 15 ივნისიდან დონატის ფასი შემცირდება 1,20 ლარამდე. ეს არის ჩვენი ჯგუფის ბუნებრივი რეაქცია მომხმარებლის მოთხოვნაზე კომპანიის მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში.

გმადლობთ ყველას ერთგულებისთვის!"

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი