ორლანდოს გეი-კლუბზე თავდამსხმელი, თავად გეი იყო - რა უამბეს ყოფილმა ცოლმა და მეგობარმა მედიას

ორლანდოს გეი-კლუბზე თავდამსხმელი, თავად გეი იყო - რა უამბეს ყოფილმა ცოლმა და მეგობარმა მედიას

ამერიკის ქალაქ ორლანდოში გეი-კლუბ Pulse-ში ჰომოფობიურ ნიადაგზე მასობრივი მკვლელობის მომწყობი ომარ მატინი, თავად იყო ამ კლუბის ხშირი სტუმარი და იქ ყველა ხედავდა მას უკანასკნელი სამი წლის მანძილზე.

50 ადამიანის მკვლელის შესახებ მისმა მეუღლემ და კლასელმა, რომელთან ერთადაც მატინი პოლიციის აკადემიაში სწავლობდა, მედიასთან ისაუბრეს. სიტორა იუსუფმა, რომელიც 2009 წელს, სამი თვით იყო დაქორწინებული მატინზე, ბრაზილიურ ტელეარხთან SBT Brazil-თან გაამხილა, რომ მისი ყოფილი მეუღლე გეი იყო. იუსუფის სიტყვები ბრაზილიურ მედიას მისმა ამჟამინდელმა საქმრომ მარკო დიასმა გადასცა. ქალმა გაიხსენა, როგორ უწოდა მის თვალწინ მისმა მამამთილმა მატინს გეი. ამასთან, იუსუფის თქმით, FBI-მ აუკრძალა ამ თემაზე ამერიკულ მედიასთან საუბარი.

ამასთან, გამოცემა "ორლანდო სენტინელი" კლუბის ერთ-ერთ ხშირ სტუმარზე ტაი სმიტზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი ხშირად იყო Pulse-ში, კუთხეში ჯდებოდა და მარტო სვამდა, ზოგჯერ თვრებოდა, ხმაურობდა და აგრესიულადაც იქცეოდა. "თითქმის არ გვისაუბრია ერთმანეთთან, მაგრამ მახსოვს აგრესიულად საუბრობდა საკუთარ მამაზე", - აღნიშნავს სმიტი.

კიდევ ერთი მოულოდნელი განცხადება ჰომოფობ მკვლელზე გააკეთა მისმა კლასელმა, რომელიც მატინთან ერთად 2006 წელს სწავლობდა პოლიციის აკადემიაში.

მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ყვება, რომ იგი ხშირად რჩებოდა ომართან მარტო და ზოგჯერ ერთადაც დადიოდნენ გეი-კლუბებში. მისივე თქმით, გეი-კლუბში მორიგი ვიზიტის დროს, ომარმა მას სექსი შესთავაზა, თუმცა მან ეს შეთავაზება უარყო: "მას ყოველთვის სურდა პარტნიორი, თუმცა იგი არავის მოსწონდა", - აცხადებს მკვლელის კლასელი.

მომზადებულია dailymail.co.uk და nypost.com-ის მიხედვით

წაიკითხეთ: ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ორლანდოში სასაკლაო მოაწყო - ტრაგედიის ყველა დეტალი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა