"თითქმის აღარსად იყიდება ურეცეპტოდ ფსიქოტროპულები! ვერც ერთი მცირეწლოვანი ვეღარ გახდება სააფთიაქო ნარკომანი"

"თითქმის აღარსად იყიდება ურეცეპტოდ ფსიქოტროპულები! ვერც ერთი მცირეწლოვანი ვეღარ გახდება სააფთიაქო ნარკომანი"

სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბოლო კვირეების მანძილზე გააქტიურებულმა კამპანიამ შედეგი გამოიღო. ამოქმედდა ცხელი ხაზი (1505), რომელზეც მოქალაქეებს დარღვევის დაფიქსირების საშუალება მიეცათ, სოლიდური თანხით დაჯარიმდა რამდენიმე აფთიაქი. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ.

სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც პირადად დადიოდა საეჭვო აფთიაქებში და ამოწმებდა ფსიქოტროპული წამლების გაცემის საკითხს, ფეისბუქის გვერდზე ასეთ ინფორმაციას ავრცელებს:

"თითქმის არსად აღარ იყიდება ურეცეპტოდ ფსიქოტროპული მედიკამენტები! დარჩა რამდენიმე ტურა მეპატრონე, რომელიც შემორჩენილის გაყიდვას ცდილობს. დაიკეტა ასზე მეტი უსახელო აფთიაქი და ყოველდღე იკეტება სხვადასხვა! ეს მარტო ჩემი დამსახურება არ არის. ასეთი შედეგი მოაქვს ჩვენი ყველას, ანუ სოციალურ აქტიურობას.

ძაან დიდი მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს და მინისტრს, რომელმაც მოგვაქცია ყურადღება და მიხედა ამხელა პრობლემას. ამით არ დამთავრებულა ეს ამბავი, პერიოდულად შევამოწმებთ ისევ აფთიაქებს ყველგან! ჰო და ვინც მიტევს იმათ პასუხად გამოდგება ის რომ ვერცერთი მცირეწლოვანი ვეღარ გახდება სააფთიაქო ნარკომანი, ბავშვები აღარ მოკვდებიან ბაკლოსანის პერედოზით და მთელი ცხოვრება ვიამაყებ ამით. რეაბილიტაციისთვის დახმარება ვისაც გჭირდებათ, მომწერეთ და ვეცდები ყველას დაგეხმაროთ.

ათასზე მეტი მადლობა გვაქვს ინბოქსში დედებისგან, ცოლებისგან, ძმაკაცებისგან, შეყვარებულებისგან, დებისგან, ძმებისგან და თვითონ იმ ადამიანებისგან ვინც როცა ვეღარ იყიდეს მაშინ მიხვდნენ რა ჯოჯოხეთში იყვნენ ამდენი ხანი" - წერს სინჯიკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

"ათეულობით გარდაცვლილი თინეიჯერი და საგანგაშოდ მძიმე ვითარება" - რას პასუხი აქვს ჯანდაცვის მინისტრს სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს