მამაკაცი, რომელსაც სკამში "კვერცხები" გაეჭედა, ნორვეგიაში ინტერნეტვარსკვლავად იქცა

მამაკაცი, რომელსაც სკამში "კვერცხები" გაეჭედა, ნორვეგიაში ინტერნეტვარსკვლავად იქცა

ნორვეგიელმა მამაკაცმა ძალიან სასაცილო დეტალები გაამხილა იმისა, თუ როგორ დაიხსნა თავი უხერხული მდგომარეობიდან - მას  შხაპის მიღებისას "კვერცხები" სკამში გაეჭედა. 45 წლის კლაუს იორსტადმა "იკეაში" სააბაზანო სკამი შეიძინა, რადგან მუხლის ტრავმა ჰქონდა და შხაპს დამჯდარ მდგომარეობაში იღებდა. თუმცა, მუხლის ტკივილი სხვა ტკივილმა სრულიად დაავიწყა - შხაპის მიღებისას სკამის ნახვრეტში სათესლე ჯირკვალი გაეჭედა.

როგორც კლაუსი ყვება, უხერხულ პოზაში იმდენ ხანს იმყოფებოდა, სანამ წყალი არ გაცივდა და თავად არ გაიყინა. ბოლოს გარისკა და გათბობის მიზნით თმის საშრობის ასაღებად წამოიწია, რა დროსაც სკამიდან ადგომა შეეძლო. როგორც ჩანს, ცივმა წყალმა სათესლე ჯირკვლების შეკუმშვა გამოიწვია.

კლაუსმა თავისი სახალისო და მტკივნეული ისტორია "იკეას" ნორვეგიული წარმომადგენლობის ფეისბუქის კედელზე განათავსა და იგი მალევე იქცა ინტერნეტჰიტად. მას "იკეამაც" უპასუხა: "კლაუს, გთავაზობთ სკამი მოაშოროთ აბაზანიდან. ან რაიმე ფორმა მოიფიქრეთ მასზე დასაჯდომად". კლაუსმაც არ დააყოვნა - მომდევნო ფოტოზე, რომელიც მან მის პოსტში ატვირთა, სკამზე პირსახოცია გადაფარებული.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

როგორი იქნება ევრობასკეტის არენა თბილისში, რომელიც მაღლივ კორპუსთან შენდება

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით