ავტორი:

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით

5 ივნისი, პარასკევი - დღე, როცა სავსემთვარეობასა და მთვარის დაბნელებას ველოდებით მშვილდოსნის მე-16 გრადუსში, 23:25-ზე. 21 ივნისს მზის დაბნელება გვექნება და 5 ივლისს - ისევ მთვარის. ზუსტად ერთი თვე გვექნება დაბნელებების დერეფანი. ეს პირველი დაბნელებაა ტყუპი-მშვილდოსნის ღერძზე, იწყება ახალი ცხოვრება, ხოლო ღერძი გვაჩვენებს მიმართულებას, სად უნდა მივმართოთ ჩვენი ყურადღება.

დაბნელებების დერეფანში მომხდარი მოვლენები შეიძლება ორ წელს გაგრძელდეს, ხოლო თუ თქვენი პირადი პლანტებია ჩართული, მომდევნო 18 წელიც იყოს აქტიური

ამიტომ, დაბნელებებზე მეტად ფრთხილად უნდა იყოთ. ეცადეთ, იფიქროთ პოზიტიურად, არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმოქმედოთ. შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილებები, მაგრამ მოქმედებას არ გირჩევთ. გაანალიზეთ საკუთარი თავი, ფიქრები, რომლებიც თავში მოგივათ. როგორც წესი, დაბნელების პერიოდში ადამიანში ემოციურობა იმატებს. შეიძლება წნევაც კი მოგემატოთ. მოიმატებს ტრავმულობა, სიფრთხილე გმართებთ მჭრელ საგნებთან, საჭესთან (როგორც წესი, დაბნელებების დერეფანში გახშირებულია ავარიები). ადამიანი გაღიზიანებულია, აღზნებულია და ეცადეთ, არც საკუთარმა ნათქვამმა და არც ქმედებამ არ დაგაზიანოთ. არაფერი სერიოზული არ მოიქმედოთ, საქმიანი შეხვედრებიც კი შეძლებისდაგვარად მომავლისთვის გადადეთ.

ხანდახან დაბნელებების ენერგია ერთი კვირით ადრე იწყებს მოქმედებას. და მომდევნო ორი კვირაც აქვს გამოძახილი. დაბნელებები მიგვანიშნებს, რომ რაღაც პერიოდი, ეტაპი უნდა დასრულდეს. ყველაზე მძაფრად დაბნელებებს, რა თქმა უნდა ტყუპისა და მშვილდოსნის წარმომადგენლები იგრძნობენ. მათ შეიძლება დაასრულონ საქმეები, რომლებიც 9 ან 18 წელი გრძელდებოდა. აგრეთვე, თევზებისა და ქალწულის წარმომადგენლები. დაბნელებებს აგრეთვე მძაფრად შეიგრძნობენ ისინი, ვისაც მშვილდოსნის ან ტყუპის 13-17 გრადუსში ჰყავს პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები.

მთვარის დაბნელების პერიოდში შეიძლება ყველა სასიყვარულო საიდუმლო გამომჟღავნდეს. გახშირდება ურთიერთობების გარკვევა სასიყვარულო პარტნიორებს შორის, მოსალოდნელია განქორწინებები. იმისათვის, რომ არ დაზარალდეთ, მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოთ. თუმცა, ურთიერთობა, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა, დასრულდება . ნუ დაგავიწყდებათ, რომ 5 ივნისისთვის პლანეტების უმეტესობა რეტროგრადული, უკანმავალია.

კარგი იქნება, თუ დაბნელების დერეფანში აწარმოებთ დღიურს, ჩაიწერთ ყველა მნიშვნელოვან მოვლენა და მისი დასრულების შემდეგ გადახედავთ და გონიერად მოიმოქმედებთ. ამ ერთი თვის პერიოდში არ გირჩევთ ოპერაციების ჩატარებას. რა თქმა უნდა, გადაუდებელ ოპერაციებზე არაა ლაპარაკი, მაგრამ თუ შეგიძლიათ, ერთი თვე დაიცადოთ, უკეთესი იქნება.

ამ პერიოდში მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ ანესთეზიას, ალკოჰოლურ და ნარკოტიკული საშუალებებით თრობას, უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან, რაც შეიძლება ჩხუბითა და მუშტი-კრივით დასრულდეს. დაბნელების დერეფანში შეგიძლიათ გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან, მოიცილოთ უსარგებლო ნივთები.

დაბნელებები ციკლური მოვლენაა და იმისათვის, რომ უკეთ გაერკვეთ რას შეიძლება ელოდოთ, გაიხსენეთ შემდეგი პერიოდები თქვენს ცხოვრებაში, როცა ზუსტად ამ ღერძზე ხდებოდა დაბნელებები. ესენია: 2002, 1984 და 1966 წლები.

"დათვების ოჯახმა გასაგრილებლად საუკეთესო საშუალება იპოვა" - ვიდეო ვაშლოვანის ეროვნული პარკიდან

იწყება ახალი ეპოქა, რომლის გავლენა 200 წელს გაგრძელდება, ბევრი სისტემა დაიშლება, ბევრს გაეხსნება "მეორე სუნთქვა" - ასტროლოგი "დიდ მუტაციას" პროგნოზირებს

"ტიტანიკის" ჩაუძირავი ლედი - ვინ იყო ქალი, რომელიც სამ ისტორიულ საზღაო კატასტროფას გადაურჩა