"პალიტრა მედიის" საიტებზე ჩატარებული წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგები, არჩევნების საბოლოო შედეგებთან ყველაზე ახლოსაა

"პალიტრა მედიის" საიტებზე ჩატარებული წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგები, არჩევნების საბოლოო შედეგებთან ყველაზე ახლოსაა

არჩევნების წინ ჩატარებული ნებისმიერი კვლევა თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რა თქმა უნდა, ერთი-ერთზე ვერ დაემთხვევა არჩევნების დღეს ცესკოს მიერ დაფიქსირებულ შედეგებს. თუმცა, წინასაარჩევნოდ ჩატარებული კვლევების თუ გამოკითხვების მიზანი უნდა იყოს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული შედეგის ჩვენება. კერძოდ ის, თუ დაახლოებით როგორ ნაწილდება ამომრჩეველთა მხარდაჭერა პარტიებზე, რამდენპარტიული იქნება მომავალი პარლამენტი და შესაბამისად, როგორი იქნება ძალთა ბალანსი (მანდატების გადანაწილება).

არჩევნების წინ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული არაერთი კვლევის შედეგი ვიხილეთ. თუმცა, ამ კვლევებმა ვერ აჩვენა 8 ოქტომბერს დაფიქსირებულ შედეგთან მაქსიმალურად მიახლოებული მონაცემები. უშუალოდ არჩევნების დღეს ვიხილეთ ორი ეგზიტპოლი (TNS opinion-ის და GFK-ს) რომელთა შედეგები, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

საინტერესოა, რომ 8 ოქტომბერს დაფიქსირებულ შედეგთან მაქსიმალურად მიახლოებული მონაცემები დაფიქსირდა ინტერნეტმომხმარებლის გამოკითხვებისას, რომელიც "პალიტრა მედიის" საიტებზე (ipn.ge, kvirispalitra.ge, bpn.ge, palitratv.ge, ambebi.ge, mshoblebi.ge, marao.ge-) ჩატარდა. გამოკითხვები ჩატარდა 8 და 28 სექტემბერს და მათში საერთო ჯამში 30 000-მდე ინტერნეტმომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვები მიმდინარეობდა ისეთი მეთოდოლოგიით (2 საათის განმავლობაში, დღის სხვადასხვა მონაკვეთში), რომ მაქსიმალურად გამორიცხულიყო მანიპულაციები პარტიული აქტივისტების მხრიდან.

ცეესკოს მონაცემებით, 8 ოქტომბრის არჩევნებში ხმათა 48,65% მიიღო "ქართულმა ოცნებამ", "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 27,12%, პარლამენტში მოხვდა მესამე პოლიტიკური ძალა ("პატრიოტთა ალიანსი"), რომელმაც ხმების 5% მიიღო.

შესაბამისად, ცესკოს ინფორმაციით, "ქართული ოცნება" პარლამენტში პროპორციული წესით 44 მანდატს მიიღებს, "ნაციონალური მოძრაობა" - 27-ს, 5% ბარიერ გადალახული მესამე პოლიტიკური ძალა "პატრიოტთა ალიანსის" სახით კი - 6 მანდატს.

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 8 სექტემბერს "პალიტრა მედიის" ვებგვერდებზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, "ქართულ ოცნებას" 44,55%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, "ნაციონალურ მოძრაობას" 21,27%-იანი. ხმების დაჯამების შედეგად, პარლამენტში ხვდებოდა მესამე პოლიტიკური ძალაც, რომელიც 5,32%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა (8 სექტემბერს ჩატარებულ გამოკითხვაში მაყურებელთა ხმებით, მესამე ადგილი დაიკავა გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის", თუმცა ერთი თვის შემდეგ ჩატარებულ გამოკითხვაში, მისი რეიტინგი საგრძნობლად შემცირდა. 28 სექტემბერს ჩატარებული ხელახალი გამოკითხვის შედეგებით, ბურჭულაძის პარტიამ მესამე ადგილი "თავისუფალ დემოკრატებს" დაუთმო).

ამ გამოკითხვის თანახმად მანდატები ასე ნაწილდებოდა: "ქართული ოცნება" 45 მანდატი, "ნაციონალური მოძრაობა" 26 მანდატი და 5%-იან ბარიერგადალახული მესამე პოლიტიკური ძალა - 6 მანდატი.

8 სექტემბერს ჩატარებულმა გამოკითხვამ მაქსიმალურად რეალურად ასახა ის სურათი, რომელიც ოფიციალურად ერთი თვის შემდეგ, 8 ოქტომბერს დაფიქსირდა.

ასევე, რეალურ შედეგთან მიახლოებული მონაცემები დაფიქსირდა 28 სექტემბერს ჩატარებული კიდევ ერთი ინტერნეტგამოკითხვის შედეგად, რომლის თანახმად, პარლამენტი კვლავ სამპარტიული უნდა ყოფილიყო და მანდატები ასე უნდა გადანაწილებულიყო - "ქართული ოცნება" 49 მანდატი, "ნაციონალური მოძრაობა" 22 მანდატი, 5%-იან ბარიერგადალახული მესამე პოლიტიკური ძალა 6 მანდატი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი