როგორ გამოიყურებიან მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე - ახალი ფოტო ნუცა გუნცაძის ინსტაგრამიდან

როგორ გამოიყურებიან მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე - ახალი ფოტო ნუცა გუნცაძის ინსტაგრამიდან

მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე ნუცა გუნცაძე ტრაგიკული ავარიის შემდეგ ხანგრძლივი მკურნალობის კურსს თურქეთში გადიოდნენ, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდათ. თუმცა, სრულ რეაბილიტაციამდე კიდევ ბევრი ეტაპის გავლა არის საჭირო. წყვილი უკვე საქართველოშია და აქ აგრძელებენ მკურნალობას.

ცოტა ხნის წინ, ნუცამ "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის და გიორგი არიან ასახულნი. წყვილი აეროპორტშია გადაღებული. ორივე მათგანი ეტლში ზის. ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები ნუცას და გიორგის მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

როგორც გიორგი ლომინაძის ძმამ, დადუ ლომინაძემ რამდენიმე კვირის წინ AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, "გიორგის ერთი ფეხი დამოკლებული აქვს, ექიმები ამბობენ, შესაძლოა მუხლში სახსარი იყოს ჩახურული, როცა ჭრილობები შეხორცდება, შესაძლოა გაიხსნას და გაიაროს. ჯერჯერობით ნაადრევია გიორგის გავლაზე საუბარი. ჭრილობები უნდა შეხორცდეს. შესაძლოა, გიოს ერთი ფეხი დაუმოკლდეს".

წაიკითხეთ: რა მდგომარეობაში არიან ავარიიდან 3 თვის შემდეგ მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე

რაც შეეხება ნუცას, მისი მდგომარეობაც მძიმეა. მას ტრავმების გარდა ინსულტიც დაემართა, წაერთვა ნახევარი მხარე. ახლა ცოტა უკეთესად ამოძრავებს ხელ-ფეხს, მაგრამ რეაბილიტაციაზე არის დამოკიდებული ყველაფერი. შესაძლოა ნერვის გადანერგვა გახდეს საჭირო და ნუცას ევროპაში მოუწევს საოპერაციოდ გამგზავრება. ოჯახი ექიმების პასუხს ელოდება.

შეგახსენებთ, გიორგის და ნუცას დასახმარებლად გახსნილია ანგარიში სს "საქართველოს ბანკი"

ბანკის კოდი : BAGAGE22

მიმღები: დავით ლომინაძე

მიმღების ანგარიშის ნომერი : GE68BG0000000733092800

ასევე შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე - 0901701140 (ღირებულება 1 ლარი)

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს