"მის ლოგიკას თუკი გავყვებით, საერთოდ უნდა შეწყვიტოს ახალგაზრდამ აზროვნება" - კოკო გამსახურდია სხვადსხვა დროის განათლების მინისტრებზე

"მის ლოგიკას თუკი გავყვებით, საერთოდ უნდა შეწყვიტოს ახალგაზრდამ აზროვნება" - კოკო გამსახურდია სხვადსხვა დროის განათლების მინისტრებზე

კოკო გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს სხვადსხვა დროის განთლების მინისტრების შესახებ წერს:

"საქართველოს განათლების მინისტრი:

"...მაგალითად ვთქვათ კითხვაა: რით განსხვავდება დარეჯანი ოთარაანთ ქვრივისაგან? შენ იტყვი - ნიჩივო სებე - და დაიწყებ ფიქრს..."

ვერ გავიგე რა უნდა ამ კაცს. ასე მეჩვენება, მის ლოგიკას თუკი გავყვებით, საერთოდ უნდა შეწყვიტოს ახალგაზრდამ აზროვნება და რაღაც ისეთი უნარები გამოიმუშავოს, რომელიც აზროვნებისთვის გვერდს აგვავლევინებს. ისე გამოდის, რომ ამაოდ დამაშვრალა კაცობრიობა პლატონიდან ჰეგელამდე.

რომ გადახედო დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს განათლების მინისტრებს, უკუსვლის გარკვეულ ლოგიკას შეამჩნევ:

ლია ანდღულაძე - ქვეყნისთვის და ერისთვის თავდადება.

ალეკო კარტოზია - პრეტენზია განათლებასა და ინტელექტზე, რამდენადაც შევარდნაძის კაბინეტში თავს დებდნენ, ევროპა შემოგვყავსო.

კახა ლომაია - "ენჯეოშნიკური სული", რეფორმა, რეფორმა და რეფორმა. ნომინალისტური, მაგრამ მაინც. შემდეგ შაშკინი - იგივე, ოღონდ გაორმაგებული, ჩინოვნიკურ სულზე დამყნილი.

განათლების მინისტრი 2013-2015 წლებში - დიდხანს ვეძებდი გუგლში ამ ქალის სახელს და გვარს. ვიპოვე ბოლოს. ქალი კი მახსოვს, სხვა ბევრი ვერაფერი გავიხსენე.

და ბოლოს ტრენინგმაისტერი ანტი-კომბლე. კაცი, რომელმაც დღემდე უცნაური გამოთქმებით დაგვამახსოვრა თავი.

P.S. დავიჯერო "ნიჩევო სებეს" იტყვის ქართველი მოსწავლე? "ნევერ მაინდ" თუ არ გაუვლიდა თავში, "აი დაგვერხა" მაინც გაეფიქრებინა ამ ბედკრულს".

წაიკითხეთ ასევე: "ზღაპრების დღევანდელი დღის წესრიგით შეფასება სიბრიყვეა" - ახალგაზრდა ფილოსოფოსის პასუხი განათლების მინისტრს

კომბლეს ღია წერილი ალექსანდრე ჯეჯელავას

სამუდამო გამარჯვება კორონავირუსზე? - ამერიკელი მეცნიერები სუპერვაქცინის შექმნაზე მუშაობენ

ართროპლასტიკა და ართროსკოპია – თანამედროვე ტრავმატოლოგია თოდუას კლინიკისგან

KIU-ში მათემატიკის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლები დაჯილდოვდა