იოდის სასარგებლო და ჯადოსნური თვისებები - ხალხური რეცეპტი

იოდის სასარგებლო და ჯადოსნური თვისებები - ხალხური რეცეპტი

ჩაიხედეთ სარკეში, რას ხედავთ? ფერმკრთალ კანს, თმის ცვენას, მტვრევად ფრჩხილებს, შეშუპებას, ჩამქრალ თვალებს, დაღლილობას, მუდმივად გეძინებათ, მოდუნებული ხართ? - თუ ეს სიმპტომები აღგენიშნებათ, ორგანიზმი იოდის ნაკლებობას განიცდის. როცა იოდი ნორმაშია, ქალს თვალები უბრწყინავს, ფრენა უნდება. მისი ნაკლებობა კი მარტო ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონერებაზე კი არა, გარეგნობაზეც ახდენს გავლენას.

იოდს უმატებენ მარილში, მშრალ საუზმეებში, ბავშვთა კვებაში, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ჩავატაროთ ცდა. საღამოს, ძილის წინ მარჯვენა მხარზე, შიდა მხრიდან იოდის სამი ზოლი წაისვით. პირველი ყველაზე მუქი უნდა იყოს, მეორე - საშუალო, მესამე სუსტი. დილით შეხედეთ, რომელი ფერი შეიწოვა თქვენმა ორგანიზმმა?

თუ ყველაზე სუსტი, ორგანიზმს იოდის ნაკლებობა აქვს და პროფილაქტიკის მიზნით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში განსაკუთრებული კვება მოგიწევთ.

თუ არც სუსტი ზოლი გაქვთ და შუა ზოლიც შეიწოვა, - ორგანიზმი იოდს საჭიროებს.

ხოლო, თუ სამივე ზოლი გამქრალია - განგაშის ზარი უნდა შემოჰკრათ.

იმ შემთხვევაში, თუ სამივე ზოლი უცვლელად დაგხვდათ, ძალიან ნუ გაგიხარდებათ. შეიძლება ფარისებრი ჯირკვალი უკვე იმ მდგომარეობაშია, რომ ნორმალურად ფუნქციონირება აღარ შეუძლია და მისი დაქოქვა გმართებთ. მაგრამ არა თვითნებურად, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და მისი მითითებებით იხელმძღვანელეთ.

ახლა კი იოდის რამდენიმე მარტივი ხალხური რეცეპტი:

როგორ აღმოაჩინეს პირველი და ერთადერთი თიხის მუმია სხვის სარკოფაგში - კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო

გმირმა დედამ 6 შვილი ხანძრიდან მარტომ გამოიყვანა - "კიბე ცეცხლში იყო გახვეული, იქ ჩემი შვილები იყვნენ. მეწვოდა სხეული, მაგრამ უნდა ავსულიყავი"

"კატა არ ვარ" - ონლაინ სასამართლო სხდომას ტეხასელი ადვოკატი კატის ფილტრით ჩაერთო: ახალი ინტერნეტჰიტი