მაკა ჩიჩუას პირველი კომენტარი ძმის დაკავებაზე

მაკა ჩიჩუას პირველი კომენტარი ძმის დაკავებაზე

დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ყველა მიხვდება, რომ ეს ადამიანი კრიმინალი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ თავისი ძმის, მიხეილ მგალობლიშვილის საქმის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, გამოძიების ეფექტურობისა და სამართლიანობის იმედი აქვს. "ვიცი, რომ ჩემი ძმა დილიდან საღამომდე ზის და ხატავს. არის მხატვარი და ძალიან უყვარს თავისი საქმე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ყველა მიხვდება, რომ ეს ადამიანი კრიმინალი არ არის. მე ვენდობი სამართლიანობას", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ მგალობლიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მგალობლიშვილს სასამართლომ 13 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ