პარლამენტში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დაღუპული ოპერატორის ფოტონამუშევრები გამოიფინა

 პარლამენტში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დაღუპული ოპერატორის ფოტონამუშევრები გამოიფინა

საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლის ფოიე, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, სოფო ბობოხიძის ფოტონამუშევრების გამოფენას დაეთმო.

გამოფენის მოწყობის იდეა, ჟურნალისტ თეონა მანაგაძეს ეკუთვნის, ფოტო-გამოფენა კი საქართველოს პარლამენტის აპარატის ორგანიზებით შედგა. ქუთაისის პარლამენტში, დღეს პირველი სესიაა, რომელიც სოფოს ობიექტივში ვეღარ მოხვდება... ახალგაზრდა ტელერეპორტიორი ორი თვის წინ, მოულოდნელად გარდაიცვალა.

"სოფოს ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი პარლამენტში საქმიანობას უკავშირდებოდა და ის საკუთარ კალენდარს სწორედ, პარლამენტის დღის წესრიგით აწყობდა. ვინაიდან, საგაზაფხულო სესიის გახსნის პირველ დღეს, სოფო ჩვენთან აღარ არის, იდეა გაჩნდა, რომ მისი ნამუშევრების გამოფენა მოწყობილიყო. პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობამ, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და თანამშრომლებმა, იდეა შესაძლებლობად აქციეს და ფოტო-გამოფენას ორგანიზება გაუწიეს, რისთვისაც ამ ადამიანებს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. მათ სოფოს დაფასებით, მედია დააფასეს.

როცა გარდაცვალების შემდეგ, ერთი ადამიანის გულსა და გონებაში მაინც რჩები, ე.ი. ისევ ცოცხალი ხარ. სოფომ ეს შეძლო, ის დღეს ჩვენთან არის", - აღნიშნა იდეის ავტორმა თეონა მანაგაძემ.

გამოფენა პარლამენტის შენობაში სასესიო კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დეპუტატებს, თანამშრომლებს და პარლამენტის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სოფოს თვალით დანახულ და მის ფოტოებზე ასახულ სამყაროს, ადამიანებს და ოპერატორის და ფოტოხელოვანის პროფესიის ხიბლს, სირთულეებს გაეცნონ.

ირაკლი აკობია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი