"ეს მე პირადად არ მომისმენია, გადმოცემით ვიცი..." - რა კომენტარს აკეთებს ღოღობერიძე, რომელიც აჭარის საპატრულოს უფროსის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებდა

"ეს მე პირადად არ მომისმენია, გადმოცემით ვიცი..." - რა კომენტარს აკეთებს ღოღობერიძე, რომელიც აჭარის საპატრულოს უფროსის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებდა

არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე ადასტურებს, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას სწორედ ის ედგა სათავეში, თუმცა გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენებში მას წვლილი არ მიუძღვის, რადგან ეს, მისივე სიტყვებით საზოგადოებაში დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი პროტესტის შედეგი იყო.

მანვე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ადგილობრივებს პოლიციელებისადმი პროტესტი მათი ქსენოფობიური დამოკიდებულებისა და არაადეკვატური ჯარიმების გამო გაუჩნდათ. ღოღობერიძემ აღნიშნა, რომ აჭარის პოლიციის ახალი ხელმძღვანელის წყალობით, მილიონობით ლარის ჯარიმა დაიწერა აჭარაში ბოლო პერიოდში.

"სუფრაზე, სადაც ბატონი კახა ბუხრაიძე იმყოფებოდა ადგილობრივ პოლიციელებთან ერთად, იქ მან ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა, რაც გამოიტანეს სააშკარაოზე საპატრულოს თანამშრომლებმა. ეს მე პირადად არ მომისმენია, გადმოცემით ვიცი... რომ მოქალაქეები აღნიშნავდნენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რამდენჯერმე უთხრეს ფრაზები თათრებთან დაკავშირებით და ა.შ. მე მყარი მტკიცებულებები გამაჩნია და ვიცი ამ პოლიციელების შესახებ, ჩვენ არაერთი ფაქტი გვაქვს მოქალაქეებისგან იმ აგრესიაზე და წამოძახილებზე, რაც ხდებოდა საპატრულოს თანამშრომლებიდან. არ შეიძლება პოლიცია ასე აგრესიულად ექცეოდეს მოქალაქეებს...

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარამ საჯარიმო ქვითრებით შეუვსო რამდენიმე მილიონი სწორედ ბატონი ბუხრაიძის დახმარებით. რეალურად, სხვა მუხლს უთითებდნენ და მოქალაქეებს 50 ლარის ნაცვლად უწერდნენ 200 და 500 ლარიან ჯარიმებს და ამის შემდეგ შელაპარაკებაში გადაყავდათ ეს ყველაფერი, შემდეგ კი აკავებდნენ ხალხს სახალხოდ და საჯაროდ, რომ დაენახვებინათ რომ ისინი არიან მაგრები" - აღნიშნა ღოღობერიძემ.

მისივე თქმით, თუ გამოიკვეთება რომ ის პირადად არის ამ ყველაფრის დამგეგმავი, მას ისევე როგორც სხვას, უნდა მოეთხოვოს შესაბამისი პასუხი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ის დაკითხვაზე არ დაუბარებიათ, თუმცა მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს თუ მის მიმართ შეკითხვები გაჩნდება.

შეგახსენებთ, ბათუმში 9 მარტს გაიმართა აქცია სახელწოდებით "აჭარელი თათარი არ არის!", რომლის ორგანიზატორიც მერაბ ღოღობერიძე იყო. შეკრებილებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მუქარაზე და უკანონო ჯარიმებზე ისაუბრეს და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის კახაბერ ბუხრაძის გადადგომა მოითხოვეს. თუმცა არსებული ინფორმაციით, კამპანია ბუხრაძის წინააღმდეგ 9 მარტის აქციამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო - 28 თებერვალს გავრცელებულდა პეტიცია, სადაც "აჭარაში საპატრულო პოლიციაში დასაქმებული ადგილობრივები ხელმძღვანელების მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, მათი უფლებების მიზანმიმართულ შეზღუდვებზე" იყო საუბარი.

წაიკითხეთ ვრცლად: რა აქცია გაიმართა ბათუმში არეულობამდე ორი დღით ადრე და ვინ შეიძლება მართავდეს განვითარებულ პროცესებს?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი