მძღოლს, რომელმაც "ზებრაზე" 18 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5 წელი მიესაჯა - გარდაცვლილის დედის კომენტარი გადაწყვეტილებაზე

მძღოლს, რომელმაც "ზებრაზე" 18 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5 წელი მიესაჯა - გარდაცვლილის დედის კომენტარი გადაწყვეტილებაზე

კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც 18 წლის ნიკა ყოლბაია ემსხვერპლა, პირს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. მძღოლს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. Ambebi.ge გარდაცვლილის დედას, თეა თორდიას ესაუბრა:

- მძღოლს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როცა ქვეყანაში არსებული კანონმდებლობით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა 4-7 წლამდე პატიმრობით განისაზღვრება, მოსამართლე ვერაფერს იზამს.

- მისი ოჯახის მხრიდან თუ იყო მოლაპარაკება სარჩელის გამოტანაზე?

- თხოვნა ჰქონდათ, უნდოდათ საპროცესო გარიგება, მაგრამ ამ დათვურ სამსახურს ვერავის გავუწევდი. არ უნდოდათ ციხეში წასვლა.

- რა გახდა ავარიის მიზეზი?

- ჩემი შვილი გადადიოდა ზებრა ხაზზე, ამ დროს მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით შევარდა გზაზე და წითელზე გაიარა. სწორედ ეს გახდა ავარიის მიზეზი. სასწრაფომ შეუძლებელი გააკეთა, გამოძახებიდან 13 წუთში ნიკა საოპერაციოში იყო, მაგრამ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმების გამო ვერ გადარჩა.

- ამბობენ, რომ შემთხვევის დროს მძღოლი მიიმალა?

- მიმალული არ იყო, დააკავეს და ორ დღეში გირაოთი გაათავისუფლეს. ჩემი შვილის დაკრძალვის შემდეგ გავიგე ეს ამბავი და თავიდან დააკავეს. მე მეგონა ჩემი ჩარევა არ იქნებოდა საჭირო დამნაშავის დასჯისთვის. კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა. 18 წლის ნიკა ყოლბაიას "ზებრა" გადასასვლელზე ავტომობილი დაეჯახა. ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ ახალგაზრდა გარდაიცვალა. მომხდარს სოციალურ ქსელში უამრავი მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრულო პოლიციის გულგრილ დამოკიდებულებაზე წერენ. მათი თქმით, ზებრა გადასასვლელებთან ვითარება ქვეითი პატრულების მიერ არ კონტროლდება, რაც იწვევს იმას, რომ მძღოლები კანონს ხშირად არღვევენ, რა დროსაც ქვეთების უფლებები ირღვევა.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი