ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია - დაკავებულია 3 პირი

ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია - დაკავებულია 3 პირი

სამართალდამცველებმა ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს.  ინფორმაცია Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ჯავახიშვილის ქუჩაზე გუშინ საღამოს 26 წლის მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, საქმე სსკ-ის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით აღიძრა.

იხილეთ ვიდეო

წაიკითხეთ: "ორი კვირის წინ მოიყვანა ცოლად 19 წლის გოგო..." - ჯავახიშვილის ქუჩაზე მოკლული ბიჭის მეგობარი მკვლელობის დეტალებს ყვება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ