კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:25 / 04-05-2017
"ორი კვირის წინ მოიყვანა ცოლად 19 წლის გოგო..." - ჯავახიშვილის ქუჩაზე მოკლული ბიჭის მეგობარი მკვლელობის დეტალებს ყვება
გუშინ ღამით თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ჩუღურეთის რაიონში, ჯავახიშვილის ქუჩის 48 ნომერთან მოხდა - თავდამსხმელმა 26 წლის ბიჭი საკუთარ მანქანაში ავტომატით ჩაცხრილა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მანქანაში იჯდა, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაში გამვლელმა გადაიყვანა, თუმცა ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

დღეს დილით გარდაცვლილის ვინაობა ცნობილი გახდა. ის 26 წლის გიორგი შარაშენიძეა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას სამართალდამცველებთან რამდენჯერმე ჰქონდა პრობლემები ე.წ. ბიოს მოხმარების გამო.

AMBEBI.GE გარდაცვლილის ბავშვობის მეგობარს ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროვება არ ისურვა. მისი თქმით, საქმეში რამდენიმე თავდამსხმელი ფიგურირებს,
თუმცა ერთმა გაისროლა:

"მე და გიო ერთად გავიზარდეთ. არაჩვეულებრივი ბიჭი იყო. სამეგობროს მთელი ღამე არ გვეძინა, წარმოუდგენელი ამბავი მოხდა და ვერც ვხვდებით რატომ, ან ვინ გააკეთა ეს. გიომ ორი კვირის წინ ცოლი მოიყვანა, 19 წლის გოგონა და ნაქირავებში გადავიდნენ საცხოვრებლად ტურგენევის ქუჩაზე.

- ამბობენ, რომ ძველი დაპირისპირების გამო ესროლეს. მეგობრები რამეს უკავშირებთ მკვლელობას?
- ძველი დაპირისპირებები რაც ჰქონია, დასრულდა შერიგებით. ეს ამბავი ჩვენთვის წარმოუდგენელია. გიო სახლში ბრუნდებოდა, თავდამსხმელი წინ გადაუდგა. როცა ცეცხლი გაუხსნა, გიომ ეტყობა იფიქრა უკან დავიხევ და გავიქცევიო, მაგრამ მანქანის უკან "მარშუტკა" ჩაუყენეს, იმას დაეჯახა და ვეღარ გაიქცა. თავდამსხმელმა ავტომატიდან ესროლა 17 ტყვია და 13 ჰქონდა მოხვედრილი.

- გამოძიება რა ვერსიებზე მუშაობს?
- ჯერჯერობით არ არის დადგენილი არაფერი, ჩვენც წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ შეიძლება იყოს თავდამსხმელი. გიო იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, ყველა მაგას იტყვის თბილისში...

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვიდეო: რას ამბობენ თვითმხილველები ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე
You must have Flash Player installed in order to see this player.
16:38 / 08-06-2017
მანანა
1
ჯერ კიდევ ბერვრჯერ მოგვენატრება მიშააა ჯერ სად არის უპატრონოა ქვეყანააა
21:45 / 07-05-2017
ზურა
0
მიშას მოტრფიალე არასდროს ვყოფილვარ და არც ეხლა მენატრება, მაგრამ საინფორმაციო საშუალებებს რომ დავანებო თავი, ამდენი დანაშაულის შესახებ რაც ჩემი ახლობლებისგან მესმის ადრე არ გამიგია ნამდვილად, ვინც რა არ უნდა წეროს და აშუქოს პატარა ქვეყანაა საქართველო და ყველამ ყველაფერი იცის,
უნდა ხდებოდეს კრიმინალის პრევენცია(შსსმ ძალიან კარგად იცის როგორც) და ყველას ძალიან უნდა ეშინოდეს ციხეში შესვლის, ამ ნაძირალა მკვლელებს ცოცხი არ უნდა მოაკლო ციხეში და მერე სხვებისთვისაც მაგალითი იქნება, სხვანაირად ჩვენისთანა საზოგადოებას არაფერი ეშველება, რკინის ხელით უნდა ასწავლო წესრიგი და კანონის პატივისცემა და ათწლეულების შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება დემოკრატიაზე ფიქრი.
მსგავსი სიახლეები
თელავში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
32 წლის მამაკაცს დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა
საომარი მოქმედებების გაშუქებას, ყოველ ოთხ დღეში ერთი ჟურნალისტი ეწირება
"ოკუევას თავში ესროლეს, ის ადგილზე გარდაიცვალა..."
"რა არის აქ ცუდი?.. მიუშვით, ესროლონ ერთმანეთს..." - როგორ ეხმაურება რუსული საზოგადოება მომხდარს
24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის დაკძალვის დღეს, მისი მაზლი გია გურასპაშვილი, თანასოფლელებმა ხეზე ჩამოკიდებული ნახეს
მამედოვის მაღაზიიდან მისმა თანასოფლელმა 3 ათასი ლარის ღირებულების მასალა ნისიად წაიღო
30 წლის მაჯით მამედოვს თანასოფლელმა დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა
კაცმა მიიჩნია, რომ გოგონამ სკოლის შენობასთან ბიჭთან დალაპარაკების გამო ოჯახის სახელი შებღალა
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პირი სრულწლოვანია, თუმცა ფსიქიკური პრობლემები აქვს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:11 / 19-11-2017  Image კახა კალაძე - მომავალში მშენებლობებზე ნებართვების გაცემა განსხვავებული იქნება
"სამწუხაროდ, რაც აშენდა, იმას ვერაფერს ვუზამთ"
20:55 / 19-11-2017  Image ფოთის პორტში უკრაინული ბორანი შემოვიდა, რომელზეც, სავარაუდოდ, უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები იმყოფებიან
მათ შორის უნდა იყოს "რუსთავი 2"-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი
12:19 / 19-11-2017  Image რუსეთში შექმნილ iPhone X-ზე შავი ხიზილალა, ქვეყნის გერბი და ჰიმნია გამოსახული
კომპანიამ კიდევ ერთი ექსკლუზიური მოდელი შექმნა, რომელიც მოსკოვში ბინის ფასი ღირს
16:33 / 13-01-2017  Image 10 წესი, როგორ მოიზიდოთ ფული - ძველი ჩინური სიბრძნე
ფენ შუი უძველესი ჩინური სიბრძნეა, რომლის მიხედვითაც სამყარო ერთი დიდი ორგანიზმია და
16:15 / 18-11-2017  Image სექსრობოტ სამანტაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, მწარმოებლებს საჭირო რაოდენობის დამზადება უჭირთ
სილიკონის სამანტას მუქი ყავისფერი თმა აქვს, მწვანე თვალები და რეალურის მსგავსი სასქესო ორგანოები
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49