სტარტაპი, რომელიც საკუთარი ბიზნესის წამოწყების დიდი სურვილით შეიქმნა - კაფე Fresh Food Line

სტარტაპი, რომელიც საკუთარი ბიზნესის წამოწყების დიდი სურვილით შეიქმნა - კაფე Fresh Food Line

კაფემ Fresh Food Line-მა, რომელიც ბაზარზე 2017 წლის იანვარში გამოჩნდა, საკუთარი ნიშა ბიზნეს-ლანჩების ადგილზე მიტანის სერვისით დაიმკვიდრა. კაფე მომხმარებელს სთავაზობს როგორც ოჯახურ კერძებს, ასევე ცომეულს, მათ შორის პიცას, ხაჭაპურსა და ღვეზელებს.

პროფესიით ჟურნალისტი ვიკა სესიტაშვილი 17 წელია ჰორეკას (საკვების დამამზადებელ ინდუსტრია) ინდუსტრიაში საქმიანობს და ამ სფეროს ყველა კუთხით კარგად იცნობს. დამოუკიდებლობის სურვილით მოტივირებულმა, გადაწყვიტა თავად ეკეთებინა ის საქმე, რაც კარგად გამოსდიოდა და 2016 წლის ნოემბერში კაფის გახსნაზე დაიწყო მუშაობა.

მოსამზადებელი სამუშაოები 3 თვე გაგრძელდა, 2017 წლის იანვარში კი გაიხსნა კაფე სახელად Fresh Food Line, რომელიც დასახელებას სრულად ამართლებს და მომხმარებელს ჯანსაღ საკვებს სთავაზობს.

"მინდა, ხაზი გავუსვა პროდუქტის ხარისხს და ხელმისაწვდომ ფასებს. ვფიქრობ, დღევანდელ ბაზარზე საუკეთესო შეთავაზება გვაქვს ამ კუთხით. მოთხოვნის მიხედვით მენიუც იზრდება. კლიენტებს შეუძლიათ კაფეში მობრძანდნენ, ასევე გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისი," - განმარტავს ვიკა სესიტაშვილი.

სტარტაპერისთვის საქმის დაწყებისისას მთავარი სირთულე ფინანსების მოძიება იყო. ამ პრობლემის გადალახვაში კი მეგობრები და მეგობარი ბანკი დაეხმარა:

"საქმის ბოლომდე მიყვანაში, "თიბისი სტარტაპერის" პროგრამა დამეხმარა - გამეკეთებინა ლამაზი ინტერიერი, შემეძინა დამატებითი დანადგარები, კაფეში კომფორტი შემექმნა და ასევე, რეკლამა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ავტომობილის შეძენა შევძელი, რადგან მანამდე შეკვეთის მიწოდება ტაქსით მიწევდა," - ამბობს სტარტაპერი.

კაფეში რემონტის გაკეთება და სათანადოდ მოწყობაც არ ყოფილა ვიკასთვის ადვილი - სივრცე შავი კარკასის მდგომარეობაში იყო და ყველაფერი მან გააკეთა. არსებული თუ გადალახული პრობლემების მიუხედავად, დამწყები ბიზნესმენი ყველას ურჩევს, ორიგინალური იდეები განახორციელონ და დაბრკოლებების არ შეეშინდეთ.

"ძალიან მიხარია, რომ მეტი და მეტი ადგილობრივი პროდუქტი იქმნება. დღეს ქართული ბაზარი პატარაა და არც ეროვნული პროდუქტია ბევრი. სწორედ ესაა ქართული საზოგადოების პრობლემა. რაც მეტი ადგილობრივი პროდუქტი შეიქმნება, მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება და ეს ყველაფერი საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედებს. ყველა სტარტაპერს და მათაც, ვინც ჯერ საკუთარი საქმის დაწყებას ფიქრობს, ვუსურვებ შუა გზაზე არ შეჩერდნენ, სირთულეების არ შეეშინდეთ და საქმე ბოლომდე მიიყვანონ. მჯერა, როდესაც გულით აკეთებ რაღაცას, ის აუცილებლად გამოგივა," - დასძენს ვიკა.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი