"გული მეკუმშება ბოროტებზე, ვისთვისაც ოთოს არაფერი დაუშავებია" - რას წერს დაკავებული ოთარ აბესაძის შეყვარებული

"გული მეკუმშება ბოროტებზე, ვისთვისაც ოთოს არაფერი დაუშავებია" - რას წერს დაკავებული ოთარ აბესაძის შეყვარებული

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ თბილისის მერიის თანამშრომელ ოთარ აბესაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. მას 3 0000 დოლარის ოდენობის ქრთამის აღებაში ედება ბრალი.

აბესაძის ოჯახის წევრები და მეგობრები ამ დრომდე არ აკეთებენ კომენტარს მედიასთან მისი დაკავების შესახებ. დაკავებულის მეგობარმა გოგონამ დეა აფციაურმა პირველი კომენტარი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ცოტა ხნის წინ გააკეთა:

"ჩემზეც დაიწყებთ ლაპარაკს, რატომ მცალია პოსტების წერისთვის. მცალია იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი რითიც შემიძლია ჩემი ოთოს გვერდში დგომა ჩემი, ჩვენი და თქვენი ადამიანობა, დადებითი ემოციები და სიყვარულია. გული მეკუმშება ბოროტ ადამიანებზე, ვისთვისაც ოთოს არასდროს არაფერი დაუშავებია და ზოგადად არ დაუშავებია არასდროს არავისთვის არაფერი!!!!! ოთო, ოთო აბესაძე სუბიექტურად და ობიექტურად არის საუკეთესო ადამიანი, შვილი, მამა, მეგობარი და მეორე ნახევარი!

არ შეიძლება ოთო იყოს ცუდად და აუცილებლად იქნება კარგად, ისე როგორც იმსახურებს, სხვანაირად არ შეიძლება, რომ იყოს!!!!!! თქვენც ხომ გყავთ ოჯახები, გყავთ შვილები???? მათზე იფიქრეთ და მერე ილაპარაკეთ ადამიანზე რომელიც ძალიან დიდ განსაცდელშია და ყველაზე მეტად ადამიანების გვერდში დგომა ჭირდება!!!! თქვენ ყველას გისურვებთ ბედნიერ და მშვიდ ცხოვრებას, რომ არასდროს, არასდროს გახარებდეთ სხვისი უბედურება!!!!!!! ყველაზე მაგარი ბიჭია, მიყვარს!" - წერს დეა აფციაური.

შეგახსენებთ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს. გამოძიება მას ქრთამის სახით 3 000 აშშ დოლარის აღებას ედავება. ბრალი ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ასევე წაიკითხეთ: ვინ არის და რატომ დააკავეს 28 წლის ოთარ აბესაძე, რომელსაც "ოცნების ბიჭს" ეძახიან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს