სამშენებლო ობიექტს, სადაც მუშა გარდაიცვალა, ზედამხედველობის სამსახური შეისწავლის

სამშენებლო ობიექტს, სადაც მუშა გარდაიცვალა, ზედამხედველობის სამსახური შეისწავლის

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური იმ სამშენებლო ობიექტს შეისწავლის, სადაც მუშა გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ქეთევან წამებულის გამზირზე, სასტუმრო "მეტეხის" ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ერთი კი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს "დეკო" აწარმოებს. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ამწე, რომელიც საქარგილე კოჭების გადაადგილებას ახორციელებდა, ამოყირავდა.

გარდაცვლილი გიორგი ქარქიშვილი გორის რაიონის, სოფელ ატენის მაცხოვრებელი იყო. მომხდართან დაკავშირებით, გარდაცვლილის ახლობლებს ორი სხვადასხვა ინფორმაცია აქვთ. ერთის თანახმად, მშენებლობაზე დასაქმებული ახალგაზრდა მაღალი სართულიდან გადმოვარდა, მეორე ინფორმაციით კი, ამწეს რკინა-ბეტონის სამშენებლო კონსტრუქცია ჩამოუვარდა და გიორგი ქარქიშვილს დაეცა. ქარქიშვილის თანაკლასელების ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და შესაბამისი სამსახურები შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი