აჩუქე ცოდნა - Lingwing-ის ახალი კამპანია

აჩუქე ცოდნა - Lingwing-ის ახალი კამპანია

ალბათ, უმრავლესობამ უკვე იცით უცხო ენების შემსწავლელი ონლაინ პლატფორმის – ლინგვინგის შესახებ. მაგრამ თუკი ჯერ არ გსმენიათ ამ პროგრამის შესახებ, მაშინ ეს თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო სიახლე იქნება.

ლინგვინგის შესახებ. Lingwing.com არის ინტერაქტიული ონლაინ პლატფორმა, სადაც შესაძლებელია მცირე დროში უცხო ენების შესწავლა სახალისო დავალებების მეშვეობით. მთავარი კი ის არის, რომ სწავლის პროცესი მიმდინარეობს ყველასთვის კომფორტული გზით და რეკორდულ დროში აღწევენ სასურველ შედეგს.

ლინგვინგი ზუსტად ერთი წელია, რაც ქართულ ბაზარზე გაეშვა და უკვე 45 ათასი მომხმარებელი ჰყავს არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. მათი რიცხვი კი დღითიდღე იზრდება და დაინტერესებული ადამიანების არეალიც ფართოვდება.

სერტიფიკატი. Lingwing-ზე შესაძლებელია რამდენიმე ენის შესწავლა, მათ შორისაა: ინგლისური, რუსული, ესპანური, იტალიური და ფრანგული. თითოეული დონის დასრულების შემდეგ ყველა კურსდამთავრებულს გადაეცემა სერტიფიკატი. ეს სიახლე სულ ახლახან დაემატა საიტს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ სიახლით სარგებლობა.

აჩუქე ცოდნა. ახალი წლის დღეებთან დაკავშირებით, ლინგვინგმა ახალი კამპანია - “აჩუქე ცოდნა” წამოიწყო, რომელიც ადამიანებს უმარტივებს საჩუქრის გაკეთებას. მომხმარებლებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად გაუგზავნონ საჩუქარი ელ-ფოსტის მეშვეობით, დარჩნენ სეკრეტ სანტად ან გაუმხილონ ადრესატს თავიანთი ვინაობა. სასიხარულო ის არის, რომ ეს ფუნქციონალი მომავალშიც ხელმისაწვდომი იქნება საიტზე. სასაჩუქრე კუპონის შეძენა

ონლაინ ტესტები. 2018 წელიც სიახლეებით სავსე იქნება ლინგვინგის მომხმარებლებისთვის. ერთ-ერთი სიახლე, რაც საიტს დაემატება არის ონლაინ ტესტები, რომელიც ადამიანებს დაეხმარება განსაზღვრონ ცოდნის დონე და ამასთანავე შეამოწმონ განვლილი მასალის ეფექტურობა.

ფასდაკლებები. დღეიდან შეგიძლიათ აქტიურად ადევნოთ თვალი ლინგვინგის ფეისბუქ გვერდს, ჩაერთოთ სხვადასხვა აქტივობებში და მიიღოთ უფასო პაკეტი ან ფასდაკლებები. ლინგვინგის facebook გვერდი

ლინგვინგი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და წარმატებებით სავსე წელს გისურვებთ!

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი