"დათო ცუდ დროს, ცუდ ადგილას აღმოჩნდა" - რას ყვებიან აშშ-ში მოკლული ქართველი ექიმის ახლობლები?

"დათო ცუდ დროს, ცუდ ადგილას აღმოჩნდა" - რას ყვებიან აშშ-ში მოკლული ქართველი ექიმის ახლობლები?

18 იანვარს, აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში, აბიგეილ დრაივის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში ამერიკის მოქალაქე, 30 წლის ჯოშუა რაისი და 31 წლის ქართველი დავით კანდელაკი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულები იპოვეს.

კანდელაკსაც ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა და პროფესიით ექიმი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ის მეუღლეს უნდა შეხვედროდა, თუმცა შეხვედრაზე არ მივიდა, რის მერეც მისი ძებნა დაიწყეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ის 23 წლის აარონ ერნანდესია. პოლიციის განცხადებით, მას ბრალი ედება მკვლელობასა და ნივთიერი მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში.

დავით კანდელაკის ახლობლები მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდა კაცი გაუგებრობის მსხვერპლია და ის ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა, ასევე იმედოვნებენ, რომ ყველაფერი ბოლომდე გაირკვევა და დამნაშავე საკადრის სასჯელს მიიღებს.

რეჟისორმა რამაზ ბლუაშვილმა kvirispalitra.ge-სთან საუბრისას, ამერიკაში დავით კანდელაკთან ერთად გატარებულ წლები გაიხსენა.

- დაახლოებით ათი წლის წინ ფლორიდაში, ქალაქ ორლანდოში ჩამოვიდა ქართველთა ჯგუფი, რომელთა შორის იყო დათო კანდელაკიც. იგი ჩემზე ათი წლით უმცროსი იყო, მაშინ მთლად ბავშვი, მაგრამ ისეთი ანთებული თვალებით იყურებოდა, აშკარად ემჩნეოდა, რომ მთელი სულით და გულით სურდა დიდი წარმატებისთვის მიეღწია...

დამეთანხმება ყველა ქართველი, ვინც კი ამერიკაში ამ ბავშვებს დავხვდით, რომ სუკეთესო ჯგუფი ჩამოვიდა და მათ შორის ყველაზე ნათელი წერტილი დათო იყო. ის იმ ახალგაზრდებს მიეკუთვნებოდა რომელსაც შეუძლებელია კრიმინალთან რაიმე კავშირი ჰქონოდა, განათლება და განვითარება სურდა... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ