"ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა და ტრაგედია დატრიალდა" - რას ჰყვება თვითმხილველი რიკოთთან მომხდარ საზარელ ავარიაზე

"ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა და ტრაგედია დატრიალდა" - რას ჰყვება თვითმხილველი რიკოთთან მომხდარ საზარელ ავარიაზე

საზარელი ტრაგედია დატრიალდა რიკოთზე, სადაც ტრაილერისა და "მინი ვენის" შეჯახებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარმა მთელი ქვეყანა შეძრა. როგორც ცნობილია, ავტომობილს გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა.

გარდაცვლილები ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები არიან. მათგან 5 ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი - საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. ავარიის დროს, ავტომანქანაში ქანთარიების და ვაჩანძეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილები არიან: ახალგაზრდა და-ძმა როლანდ და მზიკო ქანთარიები, ასევე როლანდ ქანთარიას მეუღლე ვიკა ლეჟავა, მათი მცირეწლოვანი გოგონა ბარბარე. ასევე: მათი ნათესავები, დედა-შვილი ნონა და გიორგი ვაჩანძეები. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ისინი დასავლეთ საქართველოში ნათესავის ქორწილში იმყოფებოდნენ და ავარია სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც თბილისში ბრუნდებოდნენ.

იხილეთ ვიდეო

საქმის გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ტრაილერის მძღოლი დაკავებულია.

"კვირის პალიტრის" რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამ უმძიმეს ავარიაზე საუბრობს:

- უბედურება სოფელ ჩუმათელეთთან, კონკრეტულად კაფე "რიკოთთან" მოხდა, დაახლოებით ღამის 2 საათი იქნებოდა, როცა საშინელი შეჯახების ხმა გაისმა. ამ დროს გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა ნაკლებად ინტენსიურია, მაგრამ იმ წუთშივე ძალიან ბევრი მანქანა გაჩერდა და უამრავი ხალხი შეგროვდა… ვინც ეს სურათი ნახა, მდგომარეობიდან ალბათ დიდ ხანს ვერ გამოვა, - ტრაილერი ისე იყო შჯახებული "მინი ვენს", რომ ამ უკანასკნელში მყოფებს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ...განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ: "ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია მოხდა" - რას ჰყვება რიკოთზე მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილების ახლობელი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ