სირიის ხელმძღვანელობა ქიმიურ იარაღს კიდევ გამოიყენებს?

სირიის ხელმძღვანელობა ქიმიურ იარაღს კიდევ გამოიყენებს?

Reuters-ისა და Associated Press-ს ინფორმაციით, ამერიკა შიშობს, რომ სირიის ხელმძღვანელობას ახალი ქიმიური იარაღის გამოყენება შეუძლია. ვაშინგტონის განცხადებით, ქვეყანაში მომწამვლელი ნივთიერების კიდევ ერთხელ გავრცელებას არ დაუშვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს, ამერიკის მაღალი თანამდებობის პირმა განუცხადა, რა დროსაც მან ასევე აღნიშნა, რომ დამასკო ქვეყანას ახალი საფრთხეების წინაშე აყენებს... ვაშინგტონში ასევე ირწმუნებიან, რომ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მიმართ ლოიალურად განწყობილი ძალები, მომწამვლელი ნივთიერების მცირე დოზებით გამოყენებას კვლავ განაგრძობენ.

გასული წლის აპრილში, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა, სირიის პროვინცია ჰომსის სამხედრო აეროდრომის მიმართულებით, 59-ფრთიანი რაკეტა "ტომაჰავკი" გაუშვა. სარაკეტო დარტყმა, სავარაუდოდ, სირიის პროვინცია იდლიბში, ქიმიური იარაღის გამოყენების პასუხი იყო.

მაშინ ამერიკის ხელმძღვანელობა ამტკიცებდა, რომ ქიმიური შეტევა სწორედ იმ სამხედრო აეროდრომიდან განახორციელეს, რა დროსაც, 90-მდე მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები... 500-ზე მეტმა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო. სპეციალისტების თქმით, იყო მძიმე შემთხვევებიც, რაც მათ ნერვულ სისტემაზე მაშინ და შემდეგშიც მძიმედ აისახებოდა...

საერთაშორისო ექსპერტების მონაცემებით, ქიმიური იარაღი სირიაში, ბოლო 6 წლის განმავლობაში 30-ზე მეტჯერ გამოიყენეს. ბაშარ ასადი მშვიდობიან მოსახლეობაზე ქიმიური იარაღით თავდასხმაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, დროდადრო მის მიმართ ასეთი ტიპის ბრალდებები ისმის.

პირველად ქიმიური იარაღის წარმოება, სირიაში, 1970-იან წლებში, დასავლეთ ევროპის კომპანიებთან ერთობლივი თანამშრომლობით დაიწყო... არსებული მონაცემებით, სირია, ყოველწლიურად, რამდენიმე ტონა მომწამვლელ ნივთიერებას აწარმოებდა. პირველ რიგში, ეს იყო ზარინი, რომელიც სულ მცირედი დოზის მიღების შემთხვევაშიც, ნერვული სისტემის პარალიზებას იწვევს. მომწამვლელი ნივთიერება, შესაბამისი კომპონენტებით დამასკოში, ჰომსში, ჰამასა და ალეპოში იწარმოებოდა.

პირველად, მედიაში, სირიის ქალაქ ჰომს ელ-ბაიდაში მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების შესახებ, 2012 წლის 23 დეკემბერს გავრცელდა... მაშინ, სირიის ხელმძღვანელობა და ოპოზიცია მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. მეორედ, 2013 წლის 19 მარტს, სახელმწიფო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, - სირიელმა ბოევიკებმა, ალეპოს პროვინციაში, ჰან-ელ ასალის რაიონში ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

მაშინ, მომწამვლელი გაზით, 25 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 16 სამხედრო პირი იყო. 100-ზე მეტმა, ფიზიკური დაზიანებები მიიღო... მაშინ საინფორმაციო მიმართულების მინისტრმა ომრან აზ-ზუაბიმ მომხდარში, ექსრემისტები და "ჯებჰატ ან ნუსრას" დაჯგუფება დაადანაშაულა...

ამერიკის სადაზვერვო უწყება ეჭვობს, რომ ბაშარ ასადმა, ყოველი შემთხვევისთვის, "სათადარიგოდ მოიტოვა" ქიმიური იარაღი და ის ქიმიური ორგანიზაციის საწინააღმდეგოდ მოქმედ ორგანიზაციას არ წარუდგინა...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე