"მეკო ცდილობს, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგეს" - ცნობილი მორაგბე სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

"მეკო ცდილობს, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგეს" - ცნობილი მორაგბე სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

"მეკო ცდილობს, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგეს" - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუკრი კვინიკაძემ განაცხადა.

"მერაბ კირიკაშვილი ის პიროვნება არ არის, რომელიც რაიმე მდგომარეობას გამოიყენებს. მას საერთოდ არ უნდოდა ადვოკატის აყვანა. მე მისმა მეგობრებმა მთხოვეს, რომ საქმეში ჩავრთულიყავი. ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ადვოკატის ყოლის. თვითონ დაინახა რაც მოხდა ავარიის დღეს და დარწმუნებული იყო, რომ რა მოხდა ის გამოძიებით დადგინდებოდა" - ამბობს კვინიკაძე.

ადვოკატი ავარიის დროს გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის დედის მიერ "ფეისბუქზე" გავრცელებულ პოსტსაც გამოეხმაურა, სადაც ნანა თოდუა მომხდარის გამო მორაგბის დასჯას ითხოვდა.

"არ მიკვირს ეს ემოცია, ვიზიარებ ამ ოჯახის მწუხარებას. ცუდი ფაქტი მოხდა, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლების გარეშე დარჩა, მაგრამ თუ მეკოს ბრალეულობა არ იკვეთება, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ფაქტი მოხდა, აუცილებელი არ არის, მეკო დაისაჯოს. რაც შეეხება მერაბის კონტაქტს ამ ოჯახთან, მერაბ კვირიკაშვილი პაპასკირის მამას არაერთხელ შეხვდა... სამძიმარზეც იყო. მეკოც განიცდის მომხდარ ფაქტს. ავტოკატასრტოფის დროს მისი მეუღლეც გარდაიცვალა, მასაც დარჩა ოთხი შვილი. ის ყველანაირად ცდილობდა და ცდილობს, რომ იმ ოჯახს შერიგებოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა..." - განაცხადა კვინიკაძემ.

ნახეთ ვიდე: "კვირიკაშვილი ცდილობდა მოცურებული მანქანა გაესწორებინა, მაგრამ ვერ შეძლო" - ნუკრი კვინიკაძე

2016 წლის ზაფხულში მომხდარი ავარიის საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო იხილავს. პროცესი ხვალ, 15:00 საათზეა ჩანიშნული და მას მერაბ კვირიკაშვილიც დაესწრება.

ცნობისთვის, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფაზე, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. მძიმე ავარიის დროს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე გარდაიცვალნენ. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალა. შემთხვევის დროს საჭესთან ქართველი "ბორჯღალოსანი" მერაბ კვირიკაშვილი იჯდა, რომელსაც 4 შვილი დარჩა აღსაზრდელი.

ასევე წაიკითხეთ: მორაგბეების ავარიაში გარდაცვლილის დედა მეკო კვირიკაშვილის დასჯას ითხოვს - "მე მისთვის ცოლი არ მომიკლავს, მან შვილები მომიკლა!"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ