მეკო კვირიკაშვილის პროცესი გადაიდო - ბოლო ინფორმაცია ქუთაისის სასამართლოდან

მეკო კვირიკაშვილის პროცესი გადაიდო - ბოლო ინფორმაცია ქუთაისის სასამართლოდან

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 19 მარტისთვის გადაიდო. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, დაიკითხონ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, რომლებმაც დადეს დასკვნა სატრანსპორტო ტექნიკურ ტრანსოლოგიური ექსპერტიზის შესახებ. იგივე შუამდგომლობა დააყენა კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუგზარ კვინიკაძემ, რომ დაიკითხონ ექსპერტები, რადგან მისი თქმით, ეს დასკვნა მერაბ კვირიკაშვილს ამართლებს.

მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ შუამდგომლობები დააკმაყოფილა და საქმის არსებითი განხილვა 19 მარტისთვის გადაიდო.

ქუთაისის სასამართლოში 2016 წელს მომხდარი ავარიის საქმის განხილვა მიმდინარეობს, რაზეც ბრალი მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს აქვს წარდგენილი.

ცნობისთვის, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფაზე, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. მძიმე ავარიის დროს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე გარდაიცვალნენ. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალა. შემთხვევის დროს საჭესთან ქართველი "ბორჯღალოსანი" მერაბ კვირიკაშვილი იჯდა, რომელსაც 4 შვილი დარჩა აღსაზრდელი.

ფოტო: ნესტან ჩაგელიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ: მორაგბეების ავარიაში გარდაცვლილის დედა მეკო კვირიკაშვილის დასჯას ითხოვს - "მე მისთვის ცოლი არ მომიკლავს, მან შვილები მომიკლა!"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ