გმირი მასწავლებელი, რომელის სროლის დროს ბავშვებს გადაეფარა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

გმირი მასწავლებელი, რომელის სროლის დროს ბავშვებს გადაეფარა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ფლორიდაში, სკოლაში მომხდარი თავდასხმის დროს გარდაცვლილთა შორის არის ფეხბურთის მწვრთნელი, რომელიც მოსწავლეებს გადაეფარა, ტყვიებისგან რომ დაეცვა.

The Sun-ის ინფორმაციით, აარონ ფეისი ნიკოლას კრუზმა მძიმედ დაჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა.

მასწავლებელი ამავე სკოლაში 8 წლის განმავლობაში დაცვის სამსახურში მუშაობდა. დაჭრილ მწვრთნელს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"ის ისევე გარდაიცვალა, როგორც იცხოვრა - საკუთარ თავზე წინ სხვები დააყენა. ძალიან კეთილი იყო, საოცარი ადამიანი,"- განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა დენის ლეტიომ.

როდესაც 37 წლის მწვრთნელმა სროლის ხმა გაიგო, სასწრაფოდ ბავშვებისკენ გაიქცა და სამ გოგონას გადაეფარა.

თავდასხმა ფლორიდაში, პარკლენდში მდებარე სკოლაში ოთხშაბათს მოხდა, 19 წლის ბიჭმა ცეცხლი გახსნა, შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა.

ბრალდებული ნიკოლას კრუზია, სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელიც დირექციამ გარიცხა.

ოლქის შერიფმა სკოტ ისრაელმა განაცხადა, რომ კრუზმა შენობის გარეთ სამი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი სკოლაში შევიდა და კიდევ 12 ადამიანი იმსხვერპლა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"