"შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ: ქალი არ არის კაცის საკუთრება!" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

"შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ: ქალი არ არის კაცის საკუთრება!" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც ამჟამად გერმანიაში მიუნხენის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწებს, "ფეისბუქის" პირად გვერდზე თემქაზე მომხდარ სასტიკ მკვლელობას ეხმაურება:

"ქალი არ არის კაცის საკუთრება.

ამ მართლა ავადმყოფების, ამ ქალების მკვლელი თუ მცემელი "შეყვარებულების" მთავარი უბედურებაა მათი ავადმყოფური მესაკუთრეობის და უპირატესობის განცდა ზოგადად ქალის მიმართ.

შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ: ქალი არ არის კაცის საკუთრება! არც დედა, არც შეყვარებული, არც ცოლი და არც შენი საკუთარი ქალიშვილი არაა შენი, როგორც კაცის საკუთრება.

დედა გივლის მხოლოდ იმიტომ, რომ მან ისურვა შენი გაჩენა და მას უნდოდა, რომ ჰყვარებოდი. ცოლი შენთან ცხოვრობს არა იმიტომ რომ შენ ხარ ასეთი კარგი, არამედ იმიტომ, რომ მან შეგიყვარა ასეთი და მან ისურვა შენთან ყოფნა.

შეყვარებული გოგონა შენთან დარჩება არა იმიტომ, რომ შენ გნებავს ასე, არამედ იმიტომ, რომ მან ისურვა ჰყვარებოდი და მან გადაწყვიტა შენთან დარჩენა.

საკუთარ ქალიშვილსაც ეყვარები არა იმიტომ, რომ შენ გააჩინე და გაზარდე, არამედ იმიტომ რომ, მან, როგორც პიროვნებამ, ისურვა, ჰყვარებოდი.

სანამ ასე არ აღზრდის და ამას არ ჩაუნერგავს ქართველი დედა თავის ვაჟს, მუდამ ასე ჭირვეული იდიოტივით ეგონება ზოგიერთს, რომ ქალი მისი საკუთრებაა და სასიკვდილოდაც გაიმეტებს სიყვარულზე უარის შემთხვევაში.

ისე, ქალი რომ შენს ყურადღებას და სიყვარულს უარყოფს, როგორ შეიძლება ამან გაგაბრაზოს თუ მართლა კაცი ხარ?!" - წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

22 თებერვალს, თბილისში, თემქის დასახლებაში 21 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი იპოვეს. გოგონას 7 ჭრილობა აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ლადო გრიგალაშვილი დააკავა. დაკავებული მოკლულის ყოფილი შეყვარებულია და არსებული ინფორმაციით, მან  მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს