რა თქვა შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულმა პირველ ჩვენებაში

რა თქვა შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულმა პირველ ჩვენებაში

21 წლის ანა ნაცვლიშვილმა ორიოდე თვის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ამერიკელი მწერლის, ლორენ ოლივერის ფრაზა გააზიარა: "სიყვარული ბუმბულივით ჰაეროვანი, მოკლე სიტყვაა და ნემსივით ან სამართებლის პირივით ბასრია. ის შენი ცხოვრების შუაგულში ესობა და მას ორად ხლეჩს - მანამდე და მას შემდეგ. შენ თვალწინ სამყარო ორ ნაწილად იყოფა - მანამდე და მას შემდეგ, შუალედი კი ამ ბასრ ნემსზე არც განიერია და არც - გრძელი".

სოციალურ ქსელში გოგონას აქტიურობის მიხედვით, ის სიკეთით და სიცოცხლით სავსე გოგო იყო - თბილი და მოსიყვარულე, უყვარდა მეგობრები, ცხოველები და ოცნებობდა ბედნიერ მომავალზე, თუმცა...

22 თებერვალს, ანას ნაწამები ცხედარი მის საცხოვრებელ სახლთან მდებარე სკვერში იპოვეს. ფაქტის თვითმხილველმა ძალოვანმა გვითხრა: "წლებია ასე სადისტურად მოკლული ადამიანი არ მინახავს". გოგონა სისხლის გუბეში იწვა, ყელი გამოღადრული ჰქონდა, ექსპერტმა 7 ჭრილობა დათვალა ყელის არეში, ასევე, დაზიანებული ჰქონდა თავიც.

მართალია გოგონას ცხედარი პოლიციას ნაპოვნი ჰქონდა, მაგრამ თავიდან თქვეს, რომ თითქოს გოგონა ცოცხალი იყო და საავადმყოფოში იწვა. თემქის საავადმყოფოში მიცვივდნენ გოგონას მეგობრები და ოჯახის წევრები. ანის მამას თურმე ანის შეყვარებულიც მიყვებოდა გვერდით. ძალოვნები თვლიან, ამ გზით დამნაშავე შეეცადა ალიბის შექმნასო. პოლიციამ საავადმყოფოდანვე წაიყვანა ის მოწმის სტატუსით დასაკითხად და მერე გარეთ აღარ გამოუშვეს.

ერთ-ერთი მტკიცებულება სატელეფონო საუბრები უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, კვალის წაშლაზე წინასწარ იზრუნა დამნაშავემ და მიმოწერები ორივეს ტელეფონში წაშლილია. ცხადია, ძალოვნებისთვის არც ამ მიმოწერის აღდგენაა პრობლემა. მას მერე, რაც ექსპერტები აღადგენენ სატელეფონო მიმოწერას, კიდევ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

მართალია ადვოკატი ირწმუნება, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სხვისი ჩადენილია, მაგრამ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, "მოწმედ დაკითხვისას, გრიგალაშვილმა დეტალურად აღიარა, რომ გოგონა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა".

"ჩვენებაში ლაპარაკობს: ანა ჩემი საცოლე იყო, ამ დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე შავი ფერის ბმვ-ში იჯდა. მისმა საქციელმა აღმაშფოთა. მინდოდა მაშინვე გამერკვია შეყვარებულთან ეს ამბავი, მაგრამ ანა იმ დღეებში თბილისში არ იყო და ვერ ვნახეო. ადასტურებს, რომ იმ ღამით სწერდა მას, გამოიყვანა სახლიდან, ჰკითხა ვისთან დადიოდა და როცა ზემოთხსენებული მანქანა უხსენა, ანა შეეპასუხა, მისმა სიტყვებმა გააღიზიანა და ამ დროს მოკლა", - ამბობს ჩვენი წყარო. ისიც უთქვამს, ხშირად ვჩხუბობდით, მაგრამ ვრიგდებოდითო. თუმცა, მას მერე რაც საქმეში ჩაერთო ადვოკატი, ბრალდებულს ჩვენება არ მიუცია და ის დუმილის უფლებას იყენებს. სავარაუდოდ, ის მოწმის დაკითხვისას მიცემულ ჩვენებას შეცვლის, რადგან, ცნობილია, რომ ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება. ახლა ის და მისი ადვოკატი ხელს სხვისკენ იშვერენ და აცხადებენ, რომ დანაშული გაუხსნელია განაგრძეთ კითხვა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს