"Ave"-ს პროდუქციის დისტრიბუციას, ამიერიდან კომპანია "შაბა" განახორციელებს

"Ave"-ს პროდუქციის დისტრიბუციას, ამიერიდან კომპანია "შაბა" განახორციელებს

კომპანია "შაბასა" და კომპანია "Pakshoo"-ს ბიზნეს შეკავშირების საკითხზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ კომპანიის ვიცე პრეზიდენტი ჰასან ბაიათი, ექსპორტის ხელმძღვანელი ბაბაკ კარიმი, კვლევისა და განვითარების მენეჯერი მუჩტაბა მოვაჰედი, საერთაშორისო მარკეტინგის ხელმძღვანელი ჰამედ მოთამედი და სხვა. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ კომპანია "შაბას" დირექტორი გელა გოლოძე, გაყიდვების დირექტორი ზურაბ ხუსკივაძე, კომპანიის ბრენდმენეჯერი შოთა კორახაშვილი და სხვა.

ცნობისთვის, კომპანია "Pakshoo" ირანში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული გაერთიანებაა, რომელიც 1972 წელს დაარსდა და დღემდე აქტიურად განაგრძობს ზრდასა და განვითარებას. იგი "GiG Gorland industrial Group"-ის უდიდესი წარმომადგენელია. კომპანია "Pakshoo" თავის მოვლისა და სარეცხი საშუალებების წარმოებაზე არის ორიენტირებული. მისი პროდუქციის ექსპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხდება.

ჩვენც, ქართველებს, ამიერიდან, საშუალება გვეძლევა, შევიძინოთ "Pakshoo"-ს მიერ წარმოებული, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტის, "Ave"-ს ხაზის ნაწარმი, რომლის დისტრიბუციას, შეთანხმებისამებრ, კომპანია "შაბა" განახორციელებს.

კომპანია "შაბა", თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ლიდერია ქართულ ბაზარზე. იგი წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მრავალი წელია მოღვაწეობს და დღემდე წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. მას აქვს გამოცდილება მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან მუშაობის. მაგალითად, როგორიცაა "Sensodyne", "Aquafresh" და "Nivea".

ქართველ პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი აქვთ კომპანია "Pakshoo"-ს წარმომადგენლებს. როგორც ისინი აღნიშნავენ, მათი პროდუქცია საქართველოს ბაზარზე უკვე 15 წელია არსებობს. ამიერიდან კი კომპანია "შაბას" თანადგომით საქართველომ შესაძლოა მსოფლიო ბაზრის მნიშვნელოვანი წილი დაიკავოს.

კომპანია "Pakshoo"-ს ვიცე-პრეზიდენტი ჰასანი ბაიათი განმარტავს: "საქართველოსთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, თუმცა, აქამდე არ გვქონია კომპანია "შაბასთან" მუშაობის გამოცდილება. ეს არის კომპანია, რომელსაც აქვს საკმაოდ ძლიერი დისტრიბუციის ხაზი და სავაჭრო ობიექტებში შეღწევადობის მაღალი დონე. აქვე აღვნიშნავთ, რომ ფასი და ხარისხი - ეს არის "Ave"-ს ორი ძირითადი პრიორიტეტი, რაც უზრუნველყობს ამ ბრენდის კონკურენტუნარიანობას სხვა ცნობილ ბრენდებთან მიმართებით".

თავის მხრივ, "Ave"-ს პროდუქტის წარმატებულად გაყიდვის იმედი აქვს კომპანია "შაბას" გაყიდვების დირექტორს, ზურაბ ხუსკივაძესაც. როგორც მან აღნიშნა, ერთთვიანმა რეალიზაციამ აჩვენა, რომ "Ave" მოთხოვნადი პროდუქტია. მისი თქმით, რეალიზაცია კომპანია „შაბამ“, დაახლოებით, ერთი თვეა დაიწყო, თუმცა სრული მასშტაბით პროდუქცია ბაზარზე პირველი მარტიდან გამოჩნდება. "შევისწავლეთ ხარისხი, შევადარეთ ფასები და ვფიქრობ, საქართველოს ბაზრისთვის ძალიან კარგი პროდუქტია. ვიმედოვნებთ, რომ მყარ პოზიციებს დავიკავებთ. ჩვენი მასშტაბის კომპანია ბაზრის 5%-ს რამდენიმე თვეში აითვისებს. პროდუქტის ხარისხი მაღალია, ფასი საშუალო და საშუალოზე დაბალი. ვფიქრობთ, ეს ბაზრისთვის საინტერესო იქნება“. - განაცხადა ზურაბ ხუსკივაძემ.

კომპანია "Ave"- ს ბრენდის განვითარებას საქართველოში განახორციელებს კომპანია "შაბას" ბრენდის განვითარების მენეჯერი შოთა კორახაშვილი. მისი აზრით, "Ave"-ს დიდი პოტენციალი აქვს ქართულ ბაზარზე, რაც განპირობებულია მაღალი ხარისხითა და მისაღები ფასებით. ახალი პროდუქცია დამზადებულია უმაღლესი ტექნოლოგიური სტანდარტებით. რაც მთავარია, კომპანია მუდმივად ანებივრებს სიახლეებით მომხმარებელს და, ამ მხრივ, სერიოზულ გამოწვევას სთავაზობს კონკურენტ კომპანიებს.

"Ave"-ს საერთაშორისო გაყიდვების ექსპერტი, საიდე თალები, AMBEBI.GE-სთან საუბრისას კომენტარში აცხადებს:

"საქართველოში, პირველ ეტაპზე, სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური საშუალებები გაიყიდება. ჯერჯერობით, ორიენტაცია ამ მიმართულებით გვაქვს, თუმცა ვგეგმავთ, რომ დამატებით სხვა სახის პროდუქციაც შევთავაზოთ მომხმარებელს. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ პროდუქტი იყოს აბსოლუტურად უვნებელი და საფრთხეს არ უქმნიდეს ადამიანის ჯანმრთელობას. "Ave"-ს ყველა პროდუქტს გავლილი აქვს მოთხოვნებთან შესაბამისი ტესტირებები, მათ შორის, ალერგიულობაზე. ბევრი სხვა პროდუქტისგან განსხვავებით, რომელიც ქართულ ბაზარზე ვრცელდება, "Ave" აბსოლუტურად არაალერგიულია".

"Ave"-ს საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი ფაჰიმე რიაზი საუბრისას აღნიშნავს, რომ ირანსა და სხვა ქვეყნებში მიღწეული წარმატების მსგავსად, "Ave" ქართულ ბაზარზე მყარად მოიკიდებს ფეხს. დასაწყისისთვის 5%-ს აითვისებს, ხოლო, სამომავლო გეგმები უფრო მასშტაბური და ამბიციურია. სავარაუდოდ, ორ წელიწადში "Ave" ქართული ბაზრის 10%-ს მოიცავს.

კომპანია "შაბას" დირექტორი, გელა გოლოძე, აღნიშნავს, რომ: "გაყიდვებმა და მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა. ერთთვიანმა გაყიდვებმა გვიჩვენა, რომ პროდუქციას მომხმარებელი ელოდა. ერთია, რომ მომწოდებელი აქებს თავის პროდუქტს, მაგრამ მეორეა ის, რომ მომხმარებელი გარკვეულ დონეზე იცნობს "Ave"-ს და დარწმუნებულია მის ხარისხში. იმედი გვაქვს, რომ პარტნიორებთან ერთად გავუმკლავდებით ბაზრის კონკურენციას. წლის განმავლობაში იგეგმება არა ერთი და ორი მილიონი ლარის პროდუქციის შემოტანა ქართულ ბაზარზე“.

AMBEBI.GE-ს სახელით მინდა წარმატება ვუსურვო კომპანია "-Pakshoo"-სა და კომპანია "შაბას" თანამშრომლობაში. სტატიას კი კომპანია "Pakshoo"-ს საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერის ჰამედ მოთამედის კომენტარით დავასრულებთ: " საქართველოში შექმნილი ძლიერი კონკურენტული გარემო ვერ შეაჩერებს „Ave“-ს; შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩვენი პროდუქტის ხარისხი ბევრ იმ ბრენდზე მაღალია, რომელიც დღეს თქვენს ქვეყანაში იყიდება, ასევე, თუ გავითვალისწინებთ ფასს, ჩვენ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ვდგავართ. "Ave" არის პროდუქტი, რომელსაც საქართველო იმსახურებს.

ვიმედოვნებთ, რომ ქართველი მომხმარებელი დააფასებს და შეიყვარებს "Ave"-ს პროდუქციას და მას საშუალება მიეცემა, გაამართლოს თავისი სლოგანი და დაამტკიცოს, რომ "Ave" ნამდვილად "ქალების საიმედო პარტნიორია".

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი