სუს-ი ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეზე ინფორმაციას ავრცელებს

სუს-ი ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეზე ინფორმაციას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებაზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გიორგი ზარანდიას უკანონოდ გატაცების ფაქტის შესახებ ევროკავშირი უკვე ინფორმირებულია.

„ცხელი ხაზის მეშვეობით დადასტურდა საქართველოს მოქალაქის, გიორგი ზარანდიას უკანანონოდ დაკავების ფაქტი. აღნიშნული პიროვნება დაკავებულ იქნა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით. ინფორმაცია მიწოდებულია ევროკავშირისთვის და სუს-ი მუშაობს ხსენებული პირის გათავისუფლების საკითხზე“, - განაცხადეს სუს-ში.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე გუშინ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ავრცელებს.

დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, დაკავებულია გიორგი ზარანდია, ქალაქ ზუგდიდის მცხოვრები.

„გალის რაიონის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე. ტარდება საჭირო საგამოძიებო ღონისძიებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?