"სასწრაფოდ წაშალეთ "ფეისბუქი"! - ონლაინკამპანია სულ უფრო აქტიური ხდება

"სასწრაფოდ წაშალეთ "ფეისბუქი"! - ონლაინკამპანია სულ უფრო აქტიური ხდება

Whatsapp-ის დამფუძნებელი, რომელსაც მარკ ცუკერბერგი დაეხმარა, მილიარდერი გამხდარიყო, სოციალური ქსელების მომხმარებლებს მოუწოდებს "ფეისბუქი" წაშალონ.

"დროა, წაშალოთ "ფეისბუქი" - წერს ბრაიან ეკტონი "ტვიტერზე" ჰეშთეგით #deletefacebook. აღნიშნული ჰეშთეგით ამერიკაში ონლაინკამპანია სულ უფრო აქტიური ხდება.

ანგარიშის გაუქმებიდან 90 დღეა საჭირო, რომ მომხმარებლის მონაცემები სრულიად წაიშალოს საიტიდან.

ექტონმა Whatsapp "ფეისბუქს" 19 მილიარდ დოლარად მიჰყიდა 2014 წელს, ეს "ფეისბუქის" ისტორიაში ყველაზე მსხვილი ფინანსური გარიგება იყო.

ჰეშთეგი #deletefacebook მარტის შუა რიცხვებიდან გააქტიურდა - მას შემდეგ, რაც "გარდიანმა" და "ნიუ-იორკ თაიმსმა" გამოაქვეყნეს გამოძიების შესახებ პუბლიკაციები ბრიტანული კომპანიის "კემბრიჯ ანალიტიკას" საქმიანობასთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ ფსიქოლოგიური ტესტის საშუალებით "ფეისბუქის" 50 მლნ მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპოვა, მათ შორის ინფორმაცია, რა მოიწონეს მომხმარებლებმა სოციალურ ქსელში. მიღებული მონაცემები "კემბრიჯ ანალიტიკამ" პოლიტიკური რეკლამისთვის გამოიყენა. კომპანიამ აღნიშნული ქმედებით სოციალური ქსელების რამდენიმე წესი და აშშ-ს კანონმდებლობა დაარღვია - მომხმარებლებისთვის არ უთქვამთ, რომ მათ მონაცემებს კომერციული მიზნებისთვის გამოიყენებდნენ; კომპანიაში, უმეტესად, მუშაობდნენ ბრიტანელები და კანადელები, რომელთაც აშშ არ აძლევს ნებას, პოლიტიკაში ჩაებან.

"კემბრიჯ ანალიტიკას" მომსახურებით სარგებლობდნენ "რეპუბლიკელები" წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპისა და ტედ კრუზის სასარგებლოდ. ამასთან, ბრიტანული ორგანიზაცია ეხმარებოდა "ბრექსიტის" მომხრეებს.

რთულია შეფასება, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა კომპანიის საქმიანობა წინასაარჩევნო კამპანიების დროს, თუმცა „კემბრიჯ ანალიტიკას“ ყოფილმა ხელმძვანელმა ალექს ნიქსმა (რომელიც ახლა თანამდებობიდან გათავისუფლებულია) განაცხადა, რომ მის გარეშე დონალდ ტრამპი ვერ გაიმარჯვებდა.

არავინ იცის, რამდენმა ადამიანმა გააუქმა "ფეისბუქი" სკანდალის შემდეგ, „ტვიტერზე“ კი პოსტებს ჰეშთეგით #deletefacebook სულ უფრო მეტი ადამიანი წერს, მათ შორის არიან IT სფეროში ცნობილი ადამიანები.

იხილეთ ვიდეო: "წაშალე ფეისბუქი" - ახალი ინტერნეტ კამპანია და სკანდალი მარკ ცუკერბერგის გარშემო

ნახეთ, ასევე : მარკ ცუკერბერგმა 1 დღეში 6 მილიარდი დოლარი დაკარგა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე