"მაზლი მეორედ გათხოვების გამო მემუქრებოდა" - მკვლელობით დასრულებული თავდასხმის დეტალები

"მაზლი მეორედ გათხოვების გამო მემუქრებოდა" - მკვლელობით დასრულებული თავდასხმის დეტალები

ტრაგედია დატრიალდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი მამაკაცი კი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. ბუზიაშვილების ოჯახის წვერების თქმით, მათ თავს დაესხა დაჭრილი ძმებიდან ერთ-ერთის ცოლის, ნინო ამყოლაძის ყოფილი მაზლი, თანამზრახველებთან ერთად. თვითმხილველების განცხადებით, ბუზიაშვილებს უცნობმა მამაკაცმა მიაკითხა და როდესაც ნინო ამყოლაძის ქმარმა ეზოს გარეთ გააკითხა, მას თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა. თავის საშველად შინისკენ გაქცეულს კი თავდამსხმელებიც გაყვნენ და ძმასთან ერთად, სასტიკად გაუსწორდნენ.

დაჭრილი ძმების დედის, რუსუდან ბუზიაშვილის განცხადებით, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მასა და მის რძალსაც, მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა კი სწორედ მოგერიებისას მოკლა მათი რძლის ყოფილი მაზლი.

ნინო ამყოლაძემ ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან განაცხდა: "ჩემი მაზლი ვერ ეგუებოდა ჩემს გადაწყვეტილებას, ის მემუქრებოდა პირველი ოჯახის დანგრევისა და მეორედ გათხოვების გამო, ქმარი პირიქით მეუბნებოდა, წადი იყავი ბედნიერიო.

მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც 7-დან 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რა მოხდა ხაშურში, ამის შესახებ დაზარალებულების მეზობელი საუბრობს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- გვიანი იყო უკვე, როცა საშინელი კივილი ატყდა. ოჯახში დასახმარებლად შესულ მეზობლებს საზარელი სურათი დახვდათ, ჩვენთვის უცნობი მამაკაცი ყელგამოჭრილი იწვა, ბუზიაშვილების ორი ვაჟი, ლევანი და შალვა კი სისხლისგან იცლებოდნენ. როგორც ოჯახის წევრები ჰყვებიან, მათ თავს 4 ადამიანი დაესხა, მათგან ერთ-ერთი მათი რძლის ყოფილი მაზლია...განაგრძეთ კითხვა

ერთი ვერსიით, ჭაში გაზი იყო დაგროვილი და სავარაუდოდ, ამან შეიწირა ძმების სიცოცხლე - რას ამბობს თვითმხილველი ალიში მომხდარ ტრაგედიაზე

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი "სატელიტური სურათების" გამოქვეყნებას ითხოვს - "გამოაქვეყნონ და გამოჩნდება იდგა თუ არა მანქანა 4 დღის განმავლობაში იქ"

"ყვიროდა, მოვკალი, მოვკალიო", - რას ჰყვებიან 11 წლის თერჯოლელი ბიჭის მეზობლები და და, რომელსაც მოზარდი გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე ესაუბრა