სისხლიანი გარჩევა ხაშურში - ცივი იარაღით მოკლულია ერთი მამაკაცი, ორი კი დაჭრილია

სისხლიანი გარჩევა ხაშურში - ცივი იარაღით მოკლულია ერთი მამაკაცი, ორი კი დაჭრილია

ხაშურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მამაკაცი მოკლეს, ორი ადამიანი კი დაჭრილია. სისხლიანი გარჩევა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილ რძალთან სახლში, თანმხლებ პირებთან ერთად სავარაუდოდ შურისძიების მიზნით მივიდა, სადაც მას ყოფილი რძლის ქმარი და მისი ძმა დახვდნენ. მხარეებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, ჩხუბის დროს ორივე მხარემ ბლაგვი საგნები და ცივი იარაღიც გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად, ყოფილი რძლის სახლში მისული ყოფილი მაზლი გარდაიცვალა, ხოლო ამჟამინდელი ქმარი და ძმა დაჭრილები არიან და საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს