"დანაშაულის თანამონაწილე ვხდებოდი და პოლიციას მივმართე" - ვინ არის და რა ჩვენება მისცა ნარკორეალიზატორების საქმის მთავარმა მოწმემ

"დანაშაულის თანამონაწილე ვხდებოდი და პოლიციას მივმართე" - ვინ არის და რა ჩვენება მისცა ნარკორეალიზატორების საქმის მთავარმა მოწმემ

თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 მაისს დაკავებული 8 ნარკორეალიზატორის საქმის მთავარი მოწმე 1981 წელს დაბადებული სოლომონ მათიკაშვილი დაიკითხას.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის დანაშაულის ფიგურანტ ხუთ პირს ამხელს, მათ შორის ქეთი მურუსიძესაც.

ირკვევა, რომ სწორედ მათიკაშვილი გამოიყენა პროკურატურამ საკონტროლო შესყიდვებისას და მისი ჩვენებები საქმის მთავარი ღერძია.

ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ სრულიად მოულოდნელი იყო მათთვის სასამართლო სხდომის ჩანიშვნა და მთავარი მოწმის დაკითხვა, მათი მტკიცებით, ეს სპეციალურად გააკეთა პროკურატურამ იმისთვის, რომსოლომონ მათიკაშვილი აღარ წარსდგეს სასამართლოზე საქმის არსებითი განხილვისას.

"ბრალდება არსებითი განხილვისას, სავარაუდოდ, სასამართლოსთვის დღეს მიცემულ ჩვენებას გამოიყენებს. ამ ჩვენების შემდეგ კი მათიკაშვილს, დიდი ალბათობით, ქვეყნიდან გაიყვანენ", - გვითხრა ერთ-ერთმა ადვოკატმა.

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა სოლომონ მათიკაშვილის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენებების ფრაგმენტები, რომელშიც ის ამბობს, რომ მძღოლია, თუმცა უყვარს კლუბური ცხოვრება. შესაბამისად, ხშირად სტუმრობდა ამ დაწესებულებებს..განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: "ის სტუდენტია და მამასთან ერთად არჩენს ოჯახს..." - რას ამბობენ ნარკოტიკების გამსაღებელი პირების ადვოკატები

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს