ვინ არიან ღამის კლუბებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები

ვინ არიან ღამის კლუბებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები

AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა იმ პირთა ვინაობა, რომლებიც წუხელ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად დააკავეს.

პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულები არიან: კაფე "გალერის" დაცვის წევრი ვიქტორ ჟამუტაშვილი, ასევე ლაშა მამულაიშვილი, თორნიკე ჩუტკერაშვილი, ჯემალ ელიავა, მიხეილ მიქაძე, გიორგი მამუკელაშვილი, ქეთი მურუსიძე და ბორის დარახველიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, "ბასიანსა" და "გალერიში" ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას.

"ვინაიდან ნარკოტიკების გასაღების მრავალჯერად ფაქტს ადგილი ჰქონდა კლუბებში, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აღნიშნულ კლუბებთან. ნარკოტიკების გამსაღებლების მიერ აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არეალს სწორედ კლუბების ტერიტორია წარმოადგენდა. ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. აღნიშნული პირის დაკავება კლუბში განხორციელდა. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო"- განაცხადეს უწყებაში.

შსს-მ ვიდეოჩანაწერებიც გაავრცელა, რომლებზეც მათი ინფორმაციით, ასახულია ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტები თბილისის ღამის კლუბებში. ვიდეოში ჩანს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის და თანხის გადაცემის კადრები "გალერის", "ბასიანის", "ხიდის" და სხვა ღამის კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე, ან კლუბების საპირფარეშოებში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს