"ოპერის ანჯელინად" აღიარებული ქალი, რომელმაც დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე საქართველოს ჰიმნი შეასრულა

"ოპერის ანჯელინად" აღიარებული ქალი, რომელმაც დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე საქართველოს ჰიმნი შეასრულა

საქართველო დღეს დამოუკიდებლოის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. მასშტაბური ღონისძიებები მთელს ქვეყანაში იმართება.

უკვე გაიმართა ფიცის დადების ცერემონიალი თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში

თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიაზე, ერთი საჯარისო ნაწილი წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი ჯარისკაცების ფორმებითა და აღჭურვილობით, რომელიც მკვლევარების დახმარებით აღდგა.

თბილისში, ფიცის დადების ცერემონია ლიტვიდან მოწვეულმა ორკესტრმა გააფორმა. საქართველოს ჰიმნი საოპერო მომღერალმა ნინო მაჩაიძემ ოპერის გუნდთან ერთად შეასრულა. ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლდა ასევე პირველი რესპუბლიკის ჰიმნი "დიდება".

33 წლის ნინო მაჩაიძე ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ საოპერო მომღერლადაა აღიარებული. მას ხშირად უწოდებენ "ოპერის ანჯელინა" ჯოლის. რამდენიმე წლის წინ მაჩიაძეს მსოფლიოს ლამაზ საოპერო მომღერალთა შორის პირველი ადგილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიანიჭა.

ქართველი სოპრანო 2016 წელს საიუველირო ბრენდის BVLGARI-ს სახე გახდა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მაჩაიძე იტალიელ მომღერალზე გვიდო ლოკონსოლოზეა დაქორწინებული.

წაიკითხეთ: ქართველი "ანჯელინა ჯოლი" საფირმო ხაჭაპურსაც აცხობს - ინტერვიუ ნინო მაჩაიძესთან

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ მარტვილის ეპარქიაში მომხდართან დაკავშირებით მღვდელმსახურება სხვა სასულიერო პირებსაც შეუჩერდეს

"საქართველოში დედის კულტი, დედის მიმართ მოწიწება, სხვა სიმაღლეზე დგას - ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც დედიკო არ უყვარს, უბრალოდ საცოდავია" - ბერა

მეუფე იაკობი პეტრე ცაავას შესაძლო განკვეთაზე - "აუცილებლად მოხდება, იმსახურებს"