ნინო მაჩაიძე BVLGARI-ს სახე გახდა - დაათვალიერეთ ფოტოები გადაღებებიდან

ნინო მაჩაიძე BVLGARI-ს სახე გახდა - დაათვალიერეთ ფოტოები გადაღებებიდან

მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე ცნობილი საიუველირო ბრენდის BVLGARI-ს სახე გახდა.

ამის შესახებ მაჩაიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

"უბედნიერესი ვარ გაცნობოთ, რომ ჩემი საოცნებო BVLGARI-სთვის ვიპოზიორე. რომში, BVLGARI-ის სახლში მქონდა არაჩვეულებრივი ფოტოგადაღება და მქონდა პატივი მეტარებინა საოცარი, უნიკალური და სუნთქვისშემკვრელი სამკაულები. ვარ ბედნიერი და ჩემთვის დიდი პატივია მქონდეს კავშირი ასეთ კომპანიასთან.

გთავაზობთ ფოტოებს გადაღებებიდა და მოუთმენლად ველი ორიგინალური პოსტერების გამოსვლას" - წერს ქართველი სოპრანო ფეისბუქის პირად გვერდზე.

33 წლის ნინო მაჩაიძე ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ საოპერო მომღერლადაა აღიარებული. მას ხშირად უწოდებენ "ოპერის ანჯელინა" ჯოლის. ქართველი სოპრანო იტალიელ მომღერალზე გვიდო ლოკონსოლოზეა დაქორწინებული.

"დევიდ, გოლიათები გეძახიან და ფეხსაცმელების დაბრუნებას გთხოვენ" - დევიდ ბეკჰემის გიგანტურმა ფეხსაცმელმა მოდა ახალ საფეხურზე აიყვანა

"ხშირად ისეთი რთული მომენტებიც მქონია, მინდოდა, ყველაფერი მიმეტოვებინა და შინ დავბრუნებულიყავი" - ქართველი გოგონას გზა წარმატებისკენ

"ჩემი ცხოვრება თქვენს სამსჯავროზე გამომაქვს, მინდოდა მომეყოლა ჩემი ნამდვილი ამბავი" - მაია ასათიანმა ბიოგრაფიული წიგნი დაწერა