ავტორი:

"პროვოკატორო... კორუმპირებულო..." - დაპირისპირება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელსა და ნიკა მელიას შორის

"პროვოკატორო... კორუმპირებულო..." - დაპირისპირება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელსა და ნიკა მელიას შორის

ველისციხესთან დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის უფროსი თემურ კუპატაძე მივიდა.

მან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ ლიდერებს მიმართა, რომ თელავში წასვლის მხრივ პრობლემა არ აქვთ, შეუძლიათ ყვარლის მიმართულებით გადაადგილება, ხოლო გზა ველისციხესთან უსაფრთხოების ზომების ფარგლებში იყო ჩაკეტილი.

“გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა ნიკა მელაიამ თემურ კუპატაძეს უნამუსო და კორუმპირებული უწოდა და მიმართა, რომ პოლიციას არ ჰქონდა მათთვის გადაადგილების შეზღუდვის უფლება.კუპატაძემ კი მელიას პროვოკატორი უწოდა.

მათ შორის შელაპარაკებას ფიზიკური გაწევ-გამოწევა მოჰყვა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხესთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და სამართალდამცველები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც ოპოზიციის კოლონამ, რომელიც თელავის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ავტობუსებით ჩაკეტილი გზის გამო მოძრაობა ვეღარ გააგრძელა. პოლიციის წარმომადგენლები მათ თელავის მიმართულებით არ უშვებენ. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი თელავში ჩასვლას ნებისმიერი გზით მაინც მოახერხებენ.

იხილეთ ვიდეო: დაპირისპირება კუპატაძეს და მელიას შორის

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო