ავტორი:

გურჯაანთან სიტუაცია დაიძაბა  - ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა

გურჯაანთან სიტუაცია დაიძაბა  - ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხესთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ნიკა მელიასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ოპოზიციის კოლონა, რომელიც თელავის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ავტობუსებით ჩაკეტილი გზის გამო შეფერხდა. პოლიციის წარმომადგენლები მათ თელავის მიმართულებით არ უშვებენ. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი თელავში ჩასვლას ნებისმიერი გზით მაინც მოახერხებენ.

VIDEO: ფიზიკური დაპირისპირება ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის

სამართალდამცველების განცხადებით, აქციის მონაწილეებს გადაადგილება ყვარლის გზით შეუძლიათ. შეხლა-შემოხლა ამ წუთებშიც გრძელდება.

"გომბორის უღელტეხილი დაგვიკეტეს. წამოვედით გურჯაანის გავლით, აქ დაგვხდა ჩახერგილი გზა. ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, რაზეც მოდის ხელისუფლება“,- აღნიშნა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ნიკა მელიას განცხადებით, თელავამდე ჩასასვლელად, ყველაფერს გააკეთებენ.

„აქ დაგაყენეს სპეციალურად, რომ დრო დაგვეკარგა. იმ „ზონდერებს“, რომლებიც აგურებითა და ქვებით დაგხვდნენ, უნდა აკავებდეთ. დააკავეთ „ზონდერები“.

წარმოუდგენელი რაღაცაა, მართლაც სირცხვილია. რომ ჰკითხო, თითქოს აქციისთვის გასამართად ადგილი გამოგვიყვეს თელავში, თელავამდე ერთია საათის გზაა ჯერ და სად გადაკვიკეტეს, აქ არის ინაუგურაცია? კარგით რა, ჩალით ხომ არ არის დახურული ქვეყანა, ყველაფერს გავაკეთებ, ავტობუსებს გადავწევთ ახლა“, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ