ავტორი:

130 000-ლარიანი მანქანა, მიწის ნაკვეთები და კომერციული ფართები - რა ქონებას ფლობს წყალტუბოელი ჩინოვნიკი, რომელიც ქრთამის აღებისთვის დააკავეს

130 000-ლარიანი მანქანა, მიწის ნაკვეთები და კომერციული ფართები - რა ქონებას ფლობს წყალტუბოელი ჩინოვნიკი, რომელიც ქრთამის აღებისთვის დააკავეს

სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი, ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავა. გამოძიების თანახმად, საქმე ეხება 250 000 ლარის ოდენობით თანხას, რომელიც ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს წყალტუბოში შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოსთხოვა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს თითოეული დაკავებული თანამდებობის პირი.

2018 წლის 22 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი ფლობს, ბათუმში სასტუმრო ნომერს (მშენებარე), რომელიც 2017 წელს 76 500 ლარად აქვს შეძენილი; 34,9 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას დაბა ბაკურიანში; თბილისში მდებარე 168 კვ. მეტრის ბინის 50%-იან წილს, რომლის დარჩენილი წილი მისი მეუღლის საკუთრებაა; 286,3 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლსა და იმავე მისამართზე მდებარე 990 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს წყალტუბოში.

მის საკუთრებაშია ასევე, ექვსი მიწის ნაკვეთი წყალტუბოს სოფელ ქვილიშორში, რომელთა ჯამური ფართი 66 632 კვადრატულ მეტრს შეადგენს. გარდა ამისა, ივანეიშვილი ფლობს 18 კვ. მეტრის ავტოსადგომს თბილისში; 2 330 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 50%-იან წილს, წყალტუბოში ცივი ტბის მიმდებარედ; 1 600 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ურეკში; წყალტუბოში მდებარე 101 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთისა და 97,8 კვ. მეტრის კომერციული ფართის 50%-ს; ასევე 60 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 50%-იან წილს.

მასვე ეკუთვნის 836,02 კვ. მეტრის კომერციული ფართი ურეკში; ასევე 146 კვ. მეტრი ფართობისა და 1 736,36 კვ. მეტრის ორი კომერციული ფართი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორში.

ამასთან, დეკლარაციის თანახმად, გრიგოლ ივანეიშვილის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“, რომელიც 2014 წელს 128 158 ლარად შეიძინა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ივანეიშვილის შემოსავალმა 2017 წლის 20 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 3 659,53 ლარი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორობისას კი 966 ლარი შეადგინა წაიკითხეთ ვრცლად

რა წერილი მისწერა თანამშრომლებს "გეფას" დირექტორმა, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული

"ბავშვის დაინფიცირება, სავარაუდოდ, იტალიაში კონტაქტს და კორონავირუსის ნომერ მეორე შემთხვევასთან ნაცნობობას უკავშირდება" - ცერცვაძე

საქართველოში 12 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა