ავტორი:

რას ყვება თაკო ჩხეიძე შვილებზე, მეუღლესა და პრეზიდენტის მხარდაჭერაზე: "დიასახლისად მიგრძვნია თავი, მაგრამ სასოწარკვეთილად - არა"

რას ყვება თაკო ჩხეიძე შვილებზე, მეუღლესა და პრეზიდენტის მხარდაჭერაზე: "დიასახლისად მიგრძვნია თავი, მაგრამ სასოწარკვეთილად - არა"

იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც ულამაზესი თაკო ჩხეიძის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, როცა თაკომ და მისმა მეუღლემ სალომე ზურაბიშვილს წინასაარჩევნო კამპანიისთვის თანხა შესწირეს, ხალხის ნაწილი გაღიზიანდა...

სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, საზოგადოების მითქმა-მოთქმა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე თაკოს მეუღლის - რუსლან აბაშიძის დანიშვნამ გამოიწვია.

თაკო ჩხეიძეს ჟურნალი "გზა" სამოდელო სააგენტოში ესტუმრა და მეტ-ნაკლებად ყველა საკითხზე ესაუბრა, რაც საზოგადოებისთვის შესაძლოა, საინტერესო იყოს...

- თაკო, 3 შვილის აღზრდას და კარიერის განვითარებას წარმატებით ახერხებთ თუ ამ ორ საქმეში ბალანსის დაცვა გიჭირთ?

- ვცდილობ, დრო სწორად გავანაწილო: არც ჩემს საქმეს მოვაკლდე და არც - შვილებს. საკმაოდ შრომატევადი საქმე მაქვს. ადამიანს ძლიერი და ერთგული გუნდი თუ არ გყავს, ძალიან გაგიჭირდება - მარტო წარმატებას ვერ მიაღწევ. ჩემი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ჩემი გუნდია, რომელიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ... დასვენების დღეებს მხოლოდ შვილებთან ერთად ვატარებ. დღის განმავლობაში, ისინიც დაკავებულები არიან და მეც.

"თბილისის ფეშენ ვიკის" პერიოდში უფრო მეტად დაკავებული ვარ, მაგრამ ოჯახის წევრები მიგებენ - მათგან თანადგომას ვგრძნობ. სხვათა შორის, შვილებისთვის რჩევა ბევრჯერ მიკითხავს. თან, უკვე გაიზარდნენ და აანალიზებენ, დედა რას აკეთებს. ჩემი საქმეების შესახებ მათ ხშირად ვუყვები, რაც მოსწონთ. ადამიანისთვის ბავშვებთან ურთიერთობა პირველი ანტისტრესია. ბავშვები, მათთან ერთად გართობა (კინოში სიარული, სპექტაკლზე თუ კონცერტზე დასწრება, ხატვა, თამაში) ძალიან მიყვარს...

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნიათ თავი?

- დიასახლისად მიგრძნია და ვგრძნობ კიდეც, მაგრამ სასოწარკვეთილად - არა. ცუდი ხასიათისთვის დრო არ მაქვს. გარემო, სადაც ვცხოვრობ და გარშემო მყოფები, ჩემი საქმე მიყვარს. როცა ვიღვიძებ, ვხვდები - ცხოვრება მშვენიერია.

- როცა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, თქვენ და თქვენმა მეუღლემ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს - სალომე ზურაბიშვილის თანხა შესწირეთ, ამას საზოგადოების გარკვეული ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამის გამო დისკომფორტი არ გიგრძნიათ?

- სალომე ზურაბიშვილი დღეს არ გამიცნია - 15 წელია, ოჯახებით ვმეგობრობთ. მისი ქართული და იმავდროულად, ევროპული შეხედულებები ძალიან მომწონდა. გამიხარდა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგა, რადგან დარწმუნებული ვარ, მისი ხედვები და გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება...

მისი საარჩევნო კამპანიისთვის თანხის შეწირვა იყო ჩემი და ჩემი ოჯახის მხარდაჭერა - ასე მივიჩნიეთ საჭიროდ. პოლიტიკასა და ნეგატივზე საუბარი არ მინდა. სალომეს რთული პერიოდი ჰქონდა, გვერდით არავინ ედგა, არადა, თანხები იყო საჭირო, რომ ელემენტარულად, საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა. მისი ახლო მეგობრები, გარშემო მყოფები შეიკრიბნენ, რომ მხარში ამოსდგომოდნენ. უბრალოდ, რაკი მე ცნობილი ვარ, ჩემგან საზოგადოებამ სხვაგვარად აღიქვა. სალომეს წინააღმდეგ მიმართული კამპანია ძალიან ბინძური იყო. სამწუხაროდ, ამ უარყოფით ტალღაში ყველა ის ადამიანი მოვხვდით, ვინც მას მხარს ვუჭერდით.

ასევე დაგაინტერესებთ: წინანდალში გამართული დახურული მიღების დეტალები - "სალომე ელეგანტურად გამოიყურებოდა, მწვანე კაბა ეცვა"

წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც მწერდნენ, - მოღალატე ხარო, თავდაპირველად გულზე მხვდებოდა, ახლა ამაზე უკვე მეცინება. სიტყვა "მოღალატეს" ასე ადვილად "ისროდნენ"... რა თქმა უნდა, არასასიამოვნო პერიოდი იყო, მაგრამ მაინც მჯეროდა, სალომე გაიმარჯვებდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს და იმ ადამიანებს, ვინც სალანძღავად ასე ადვილად გვიმეტებდა, ცოტათი მაინც შერცხვებათ.

- ზოგი მიიჩნევს, რომ თქვენი და თქვენი მეუღლის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის შეწირული თანხა ფულის ერთგვარი "დაბანდება" იყო თქვენი მეუღლის ამჟამინდელ თანამდებობაში...

- ჩემი მეუღლე 25 წელი საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, სხვადასხვა ქვეყნის ელჩი იყო. იმ თანამდებობაზეც უმუშავია, რაც ახლა უკავია. მისთვის ეს საქმე ახალი არ არის. ამ თანამდებობის დაკავება დიდი ხნით ადრე შესთავაზეს, ვიდრე ქალბატონი სალომეს საარჩევნო კამპანია დაიწყებოდა. ბუნებრივია, რომ ახლა ამ ფაქტს რაღაცას "მიაბამდნენ", მაგრამ ეს ასე არ არის: ჩემი მეუღლე ერთ-ერთი ძალიან კარგი კადრი გახლავთ, რომელიც აფხაზეთთან და ოსეთთან მოლაპარაკებისას გამოადგებათ, რადგან ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და თავადაც წარმოშობით აფხაზეთიდან (გაგრიდან) არის წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ