ავტორი:

თბილისური ბომონდი და ფუნიკულიორზე გაცოცხლებული "დღე უკანასკნელი, დღე პირველი"

თბილისური ბომონდი და ფუნიკულიორზე გაცოცხლებული "დღე უკანასკნელი, დღე პირველი"

თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი 18 ოქტომბერს ფუნიკულიორზე გაიხსნა. ღონისძიების ლოკაცია ორგანიზატორებს შემთხვევით არ შეურჩევიათ - წლევანდელი სეზონი ბელა მირიანაშვილის ხსოვნას ეძღვნება, სწორედ ამიტომ მოდელებმა ფუნიკულიორზე ფილმიდან "დღე უკანასკნელი, დღე პირველი" ფოსტალიონი გოგონას ეპიზოდები გააცოცხლეს.

ღონისძიება კახი კავსაძის შვილიშვილმა ირინკა კავსაძემ და მსახიობმა გოგოლა კალანდაძემ გახსნეს და სტუმრებს ბელა მირიანაშვილის მოკლე ბიოგრაფია გაახსენეს.

ამის შემდეგ კი სტუმრებმა, სასიყვარულო ბარათები გაგზავნეს, რომლებიც ადრესატებს უახლოეს დღეებში ჩაბარდება.

მაკა ყუბუსიძე, ორგანიზატორი:

"თბილისის მოდის კვირეული ახალ ეტაპზე გადავიდა, დღევანდელი საღამო ბელა მირიანაშვილს ეძღვნება, რომელიც სტილის სახე (style ivon) იყო. ხვალიდან კი ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციებზე ჩატარდება და მაყურებელი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებებს იხილავს. თბილისის მოდის კვირეულის გასაშუქებლად თბილისში მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები და მოდის ბლოგერები ჩამოვიდნენ. მათ შორის არიან Vogue-ს და ELLE-ს წარმომადგენლები".

თაკო ჩხეიძე, ორგანიზატორი:

"წლევანდელი მოდის კვირეულის ფარგლებში ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებებს ვიხილავთ. მიხარია რომ ქართული მოდის და კულტურის მიმართ უცხოური პრესა ასეთ ინტერესს იჩენს. თბილისის მოდის კვირეული ამ სეზონიდან კიდევ ერთ მნიშვნელობას იძენს: კერძოდ ეკო-მიმართულებას, რის გამოც მასში მონაწილეობის მიღების უფლება, მხოლოდ იმ დიზაინერებს ექნებათ, ვინც სამოსს ნატურალური ქსოვილებისგან ამზადებს. ღონისძიება 21 ოქტომბერს ქეთი ცხიკვაძის ჩვენებით დაიხურება".

"ორსულობის პერიოდში ლამის 40 კგ-ს ვიმატებ" - რუსა ჩაჩუას დიეტა და იდეალური ფორმის საიდუმლო

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი, რომელსაც ლივ ტაილერსა და ბიანკა ბალტის ამსგავსებდნენ - ანა ახვლედიანის ოჯახური იდილია (ფოტოები)

"გაასმაგებულია მუშაობა, ღამეებს ვათენებთ, დაუვიწუყარი ნახევარფინალი გველის" - რას ყვება მემე "დიდი სცენის" კულისებსა და ჟიურიზე