ავტორი:

საზღვარგარეთ სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომია!

საზღვარგარეთ სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომია!

საზღვარგარეთ სწავლა წარსულში ფუფუნების საგნად აღიქმებოდა. დღეს კი, საბედნიეროდ, უამრავი გზა არსებობს ხარისხიანი განათლების მისაღებად ქვეყნის გარეთ და ეს მცირე ბიუჯეტითაც შესაძლებელია. მთვარია მონდომება და სწორი გზების პოვნა. ეს უკანასკნელი არც ისე მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქმის ყველაფერზე გვაქვს წვდომა ინტერნეტის წყალობით. ციფრული ინფორმაციის ზღვაში რთულია იპოვო სანდო წყაროები, რომლებიც სწორ არჩევნებამდე მიგიყვანს. ჩნდება კითხვები: რომელი ტესტი უნდა ჩავაბარო, როგორ სჯობს ესეს დაწერა, ვის უნდა ვთხოვო რეკომენდაციები და საერთოდ, რა კრიტერიუმებია ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვარგარეთ უნივერსიტეტში ჩაბარებისას? ინფორმაცია მუდმივად განახლებადია, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო სისტემაში და ხშირად, თუ არ გაქვს წვდომა გარკვეულ ორგანიზაციებთან, შესაძლოა საერთოდ ვერ იპოვო პასუხები. ამიტომაც საჭიროა პროფესიონალების კონსულტაცია.

ამ კითხვებზე პასუხების პოვნა განათლების საერთაშორისო გამოფენაზეა შესაძლებელი სამ ლოკაციაზე: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გამოფენის ორგანიზატორი ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF გახლავთ. LEAF უკვე 10 წელია ეხმარება მოსწავლეებს მათთვის სასურველი უნივერსიტეტების მოძიებაში, ჩაბარებასადა დაფინანსების მოპოვებაში. ცენტრი არის უამრავი უცხოური უნივერსიტეტის პარტნიორი და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, ამიტომაც LEAF-ისკონსულტანტებს შეუძლიათ მსურველს ინდვიდუალური გეგმა / გზამკვლევი სრული წარმატებით შეუდგინონ.

გამოფენაზე შეხვდებით ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებისა და საზაფხულო პროგრამების წარმომადგენლებს და შეძლებთ ესაუბროთ ყველა თქვენთვის საინტერესო საკითხზე. გარდა ამისა, გამოფენის ფარგლებში სტუმრებს LEAF უკეთებს საჩუქარს და სრულიად უფასოდ ჩაუტარებს ლექცია-კონსულტაციას საზღვარგარეთ ჩაბარებასა და დაფინანსების მოპოვებაზე. ლექციას ჩაატარებს გოირგიჩავლეიშვილი, LEAF-ისერთ-ერთი დამფუძნებელი, College Counseling-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც 100-ობით მოსწავლეს დაეხმარა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით საზღვარგარეთ ჩაბარებაში. თუ გაინტერსებთ ჩაბარებითვის საჭირო ტესტებისთვის მოსამზადებელი კურსები, მიმართეთ LEAF-ის კონსულტანტებს.

გამოფენა უფასოა და სტუმრობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.

განათლების საერთაშორისო გამოფენა შედგება:

თბილისში - 29 მარტს, 12:00 - 17:00 სთ

ქუთაისში - 30 მარტს, 12:00 - 17:00 სთ

ბათუმში - 31 მარტს, 12:00 - 17:00 სთ

ლოკაციები:

თბილისში - საერთაშორისო აკადემია ლოგოსის შენობაში, პეკინის 34;

ქუთაისში - ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრესში, აღმაშენებლის გამზ. 20;

ბათუმში - ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში BAU, ა. აბაშიძის 14

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი