ავტორი:

ღვინის 5 გემო გაზაფხულის არომატით

ღვინის 5 გემო გაზაფხულის არომატით

გაზაფხულზე არამხოლოდ ბუნება, არამედ ჩვენი შინაგანი სამყარო იღვიძებს და ცხოვრებას ახალი ეტაპიდან ვიწყებთ. ზამთრის სიცივიდან გამობუზულები მზად ვართ წვეულებებისთვის, ახალ გარემოში ახალი ადამიანების გაცნობისთვის, საღამოობით მეგობრებთან და ოჯახთან ერთად დროის გასატარებლად. რაც მთავარია, ირგვლივ სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ჭიქა ღვინო არასდროსაა ზედმეტი, პირიქით, ის სრული განტვირთვისთვის აუცილებელი ინგრედიენტია. თუმცა ღვინის შერჩევა მარტივი როდია. თითოეულ არომატს ხომ თავისი განწყობა და ხასიათი მოაქვს.

გთავაზობთ 5 ღვინოს, რომლებიც გაზაფხულის განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

თეთრი ნახევრად მშრალი ცქრიალა

მანამ, სანამ კარგად ჩაციებული ცქრიალა ღვინო თქვენს ჭიქაში აღმოჩნდებოდა და არომატებით დაგატკბობდათ, გრძელი გზა გამოიარა. სხვადასხვა ჯიშის ყურძნების ნაჟურს სპეციალურ კასრებში ათავსებენ, სადაც თითოეული მათგანი მისთვის დამახასიათებელ გემოს იღებს. დუღილი ბოთლებში ჩასხმის შემდეგაც გრძელდება და საბოლოოდ დამათრობელი სურნელითა და განსხვავებული გემოთი ის მუდმივად გამორჩეულია.

შეიძინეთ ონლაინ

კაბერნე, მშრალი წითელი ღვინო 2009

10-წლიანი დაძველების ღვინო საუკეთესო არჩევანი ოჯახთან ერთად ვახშმობისთვის. მწიფე ყურძნისგან მიღებული ორდინალური ღვინო უთუოდ შეგიქმნით მყუდრო და მშვიდ გარემოს.

შეიძინეთ ონლაინ

მანავი, თეთრი მშრალი ღვინო

კახური მწვანე ყურძნისგან დამზადებული ღია ჩალისფერი ღვინო სასმელისა და ხელოვნების ტანდემის უბადლო ნიმუშია. ლიმონისა და მსხლის ნაზავით ის ჰარმონიულ არომატებს იღებს.

შეიძინეთ ონლაინ

ქინძმარაული, ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო

მაყვალისა და მწიფე ალუბლის არომატებით გაჯერებული ლალისფერი ღვინო პირდაპირი მნიშვნელობით თავბრუდამხვევ საღამოს და ამაღლებულ განწყობას შეგიქმნით. ხავერდოვანი , ჰარმონიული ღვინო 100% საფერავია.

შეიძინეთ ონლაინ

რქაწითელი-მწვანე, მშრალი თეთრი ღვინო

მდიდარია თბილი ტონებითა და უჩვეულო სურნელით. ეს ღვინო საუკეთესოა კრევეტებთან, კრაბთან, თეთრ თევზთან, თინუსთან ან ორაგულთან. ასევე კარგი არჩევანია უმ ხამანწკებთან. შეუდარებლად ერწყმის ქათმის ან ინდაურის ხორცით დამზადებულ კერძებს.

შეიძინეთ ონლაინ

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი