m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს. ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც, საერთო ჯამში, 1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველი სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში მდებარეობს.
„ქსელის განვითარების მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, 2019 წლის დეკემბერში სრულდება 125 ნომრის მქონე სასტუმრო „რამადა თბილისის“ მშენებლობა მელიქიშვილის პროსპექტზე, გუდაურს კი 2019 წლის ზამთრის სეზონზე ახალ 121-ნომრიან სასტუმროს შევმატებთ. ასევე, დაწყებულია 125-ნომრიანი რამადა ქუთაისის მშენებლობაც; უახლოეს წლებში ვგეგმავთ სასტუმროების გახსნას - მესტიაში, თელავში, ქუთაისში, ახაშენსა და თბილისში. ქვეყანას, ტურიზმის ზრდის ტენდენციის პირობებში, ყველა რეგიონში სჭირდება საერთაშორისო მომსახურების სტანდარტების მქონე სასტუმროები. მიგვაჩნია, რომ ამ მასშტაბის ინვესტიცია არა მხოლოდ რეგიონების ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და მოსახლეობის დასაქმებას დაეხმარება, არამედ თანმიმდევრულად აამაღლებს ქვეყნის მომსახურების სტანდარტებს და გააუმჯობესებს ჩვენს იმიჯს, რაც ვიზიტორთა მხარჯველუნარიანობის შეუქცევად ზრდას შეუწყობს ხელს. პროექტების კონცეფციის გაცნობა m²-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია“, - ამბობს თამარ გულედანი, m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე.
NS